დავეხმაროთ ერთმანეთს! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს!

მეხუთე დღეს დაისვენეთ. მეექვსე დღეს დარჩენილი ნაწილიც დალიეთ. სითხის სმის პროცესში შესაძლოა თავადაც შეამჩნიოთ, როგორ მოჰყვება შარდს ქვიშასავით დაშლილი ქვები. მკურნალობის შემდეგ 2 კვირა უნდა შეისვენოთ, მერე კი კურსის გამეორება შეიძლება.

საჭმლის მონელებას ასისთავა მოგიწესრიგებთ

საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და კუჭ-ნაწლავის ზოგიერთი ანთებითი დაავადების სამკურნალოდ გამოგადგებათ ასისთავა.

  • ასისთავას ბალახის ნაყენი: 1 სადილის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თბილად შეფუთეთ და ნახევარი საათით დააყენეთ. მერე გაწურეთ.

მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

  • ასისთავას ბალახის ნახარში: 2 სადილის კოვზ ბალახს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, ადუღეთ წყლის აბაზანაში, ნელ ცეცხლზე, 15 წუთის განმავლობაში, გაწურეთ, შეავსეთ მდუღარე წყლით საწყის მოცულობამდე. მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ასისთავას ბალახის ნახარში უხდება კუჭის წვენის მაღალ მჟავიანობას, დიზენტერიას, დისპეფსიურ მოვლენებს, მეტეორიზმს, გულძმარვასა და პირღებინებას.

  • ასისთავას ბალახის ნაყენი სპირტზე ასე მზადდება: აიღეთ 20 გრამი დაქუცმაცებული ბალახი, დაასხით 40%-იანი სპირტი, დააყენეთ 7-14 დღე, ყოველდღე რამდენჯერმე შეანჯღრიეთ. გაწურეთ.

მიიღეთ 15-20 წვეთი ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. გაითვალისწინეთ: ასისთავას მადის მომგვრელი თვისებაც აქვს, ამიტომ ჭარბწონიანები ფრთხილად უნდა იყვნენ.

გულის უკმარისობა ნუღარ შეგაშინებთ

ასაკში რომ შევედი, გულმა ნიშანი მომცა, დიდი დატვირთვისას ჩემი იმედი ნუღარ გექნებაო. სოფლად დიდი მეურნეობა მაქვს, ამიტომ გულის ნება-სურვილს ვერ დავემორჩილებოდი და მის მომაგრებაზე დავიწყე ზრუნვა. ვცადე რამდენიმე ხალხური რეცეპტი და, თქვენ წარმოიდგინეთ, მიშველა - საგაზაფხულო სამუშაოებისა უკვე აღარ მეშინია, რადგან ვგრძნობ, გული უწინდებურად ძგერს. სიამოვნებით გაგიზიარებთ ამ რეცეპტებს.

  • დანაყეთ 350 გრამი ნიორი და მოათავსეთ ფართოყელიან ქილაში, 24 საშუალო ზომის ლიმონი გამოწურეთ და წვენი დანაყილ ნიორს დაასხით. ქილას თავზე დოლბანდის ნაჭერი შემოახვიეთ და 24 საათით სიბნელეში დადგით.

წამალი სვით დღეში ერთხელ, ძილის წინ. დალევამდე 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 100 მლ წყალი, კარგად აურიეთ და ისე მიიღეთ. პირველ ეფექტს მკურნალობის დაწყებიდან 15-17 დღის შემდეგ შეამჩნევთ: მოგიწესრიგდებათ ძილი, შეგიმცირდებათ ქოშინი და დაღლილობის შეგრძნებაც გაგიქრებათ.

  • ამავე მიზნისთვის გამოდგება მეორე წამალიც: აიღეთ 10 ლიმონი და ნივრის 10 საშუალო ზომის თავი. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაასხით 1 კგ თაფლი. ფართოყელიან ჭურჭელში მოთავსებული ნარევი, ასევე დოლბანდით პირმოკრული, შვიდი დღით დადგით სიბნელეში. შვიდი დღის შემდეგ მიიღეთ 4 ჩაის კოვზი ნარევი დღეში ერთხელ, ერთ ჯერზე, ძილის წინ, ოღონდ ერთბაშად კი არ ჩაყლაპოთ, ჯერ ერთი კოვზი გაიჩერეთ პირში, ნელ-ნელა გაღეჭეთ და გადაყლაპეთ, შემდეგ - მეორე, მესამე და მეოთხე.

მკურნალობის კურსი 2 თვეს გრძელდება, ამ ხნის განმავლობაში ერთი დღის გამოტოვებაც კი არ შეიძლება.

ჭარხალი ყელის ტკივილსაც შველის

ზამთარს შიშით მოველი - შემცივდება თუ არა, ყელი მტკივდება, ამიტომ ვაგროვებ და ვიწერ იმ სამკურნალო საშუალებათა რეცეპტებს, რომლებიც ყელის ტკივილს შველის. ორ რეცეპტს თქვენც სიამოვნებით გაგაცნობთ:

  • გახეხეთ წითელი ჭარხალი, გამოწურეთ 1 ჩაის ჭიქა წვენი, დაასხით 1 სუფრის კოვზი ძმარი, დააყენეთ 2-3 საათით და გაფილტრეთ. გამოივლეთ ყელში, 1-2 სუფრის კოვზი გადაყლაპეთ კიდეც.

    მოხარშეთ 3 ჩ.კ. მშრალი დაქუცმაცებული ხახვის ფურცელი 1 ჭიქა წყალში, დააყენეთ 4 საათით, გაფილტრეთ და გამოივლეთ ყელში.

იოლად მოსამზადებელი წამლებია, მაგრამ შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით. ხახვიც და ჭარხალიც უხვად შეიცავს იმუნიტეტის მომაძლიერებელ ბუნებრივ ნივთიერებებს და ორგანიზმს ძლიერ უხდება.

  • აიღეთ 2 ჭიქა ჭარხლის წვენი, 1,5 ჭიქა წითელი მოცხარის წვენი, 1 ჭიქა არაყი, 250 გრამი თაფლი და 1 ცალი ლიმონის გამონაწური. ეს ყველაფერი კარგად აურიეთ ერთმანეთში და მიიღეთ თითო სადილის კოზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
  • კარგია ეს რეცეპტიც: აიღეთ 1 ჭიქა სტაფილოსა და ჭარხლის წვენი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა წითელი მოცხარის წვენი და სპირტი, 1 ჭიქა თაფლი. ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ და 3 დღით დადგით სიბნელეში. მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო სადილის კოვზი.

ასე ვშველი გაგანიერებულ ვენებს

  • აიღეთ 250 გრამი გარჩეული, გახეხილი ნიორი და დაასხით 350 გრამი თაფლი, საგულდაგულოდ აურიეთ და 1 კვირით დააყენეთ. მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 40 წუთით ადრე.

მკურნალობის კურსი 2 თვეა. ეს წამალი ააქტიურებს ვენათა ფუნქციებს. მისი მიღებისას გაითვალისწინეთ: გაგანიერებული ვენების სიგანე კანის ზედაპირზე არ უნდა აღემატებოდეს 5 მმ-ს, ვენური კვანძების დიამეტრი კი 6-7 მმ-ს.

  • ვენებს გამძლეობას მატებს სვიის გირჩების ნახარში: 1 სადილის კოვზ დანაწევრებულ გირჩას უნდა დაასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი, ჩადგათ მდუღარე წყლის აბაზანაში 5 წუთით და დალიოთ. უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ, ჭამამდე.

სვიას სუსტი ძილის მომგვრელი თვისება აქვს, ამიტომ მეორედ მისი მიღება ძილის წინ ჯობს.