დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

  • კისელის მომზადება ძალიან ადვილია: 1 ჭიქა ცივ წყალში გახსენით  3 სუფრი კოვზი წიწიბურას ფქვილი (წიწიბურა დაფქვით ყავის საფქვავში ძალიან წმინდად), ცალკე ჭურჭელში აადუღეთ 1 ლიტრი წყალი და თანდათანობით ჩაასხით შიგ წყალში გახსნილი წიწიბურა. ხარშეთ 8-10 წუთი, თან მუდმივად ურიეთ. სურვილისამებრ, დაამატეთ თაფლი და ნიგოზი.

კუჭის წყლულს სწრაფად ახორცებს ასფურცელა

კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ და მიიღეთ 50 მლ დღეში 2-3-ჯერ. ასფურცელაში არსებული მწებავი ნივთიერებები აცხრობს ანთებას და ანადგურებს კუჭში არსებულ მიკრობებს, თუმცა არ შეიძლება მისი სმა ორ კვირაზე მეტხანს, რადგან იგი ტოქსიკურია და დოზის გადაჭარბება სახიფათოა. ორსულებისა და მცირე ასაკის ბავშვებისთვის ასფურცელას ნაყენი არ შეიძლება.

  • კუჭის წყლულით გამოწვეული ტკივილების დროს შეგიძლიათ ასე მოიქცეთ: აურიეთ ერთმანეთში 1 წილი სააფთიაქო გვირილა და 1 წილი კრაზანა, აიღეთ ორი სადილის კოვზი ნარევი და დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, დადგით სითბოში 1 საათით და გადაწურეთ. მიიღეთ თბილ-თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა უზმოზე და ჭამიდან 1-1,5 საათის შემდეგ, თუ ტკივილმა შეგაწუხათ - ძილის წინაც.

კუჭის ტკივილებს უხდება სელის თესლის ნახარშიც. ხარშეთ სელის თესლი წყალში გასქელებამდე და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 5-7-ჯერ ჭამის რეჟიმისგან დამოუკიდებლად. 2-3 მიღების შემდეგ ტკივილმა შესაძლოა გაიაროს, მაგრამ არ შეჩერდეთ, გააგრძელეთ სმა კიდევ 4-5 დღე, რათა ტკივილები აღარ განმეორდეს.

რა მოუხდება კუჭს

ბავშვობიდან სუსტი კუჭი მქონდა. რაიმე ცხარეს ან ცხიმიანს შევჭამდი თუ არა, მაშინვე მტკივდებოდა მუცელი. წვეულებაზე წასვლა აღარ მინდოდა - სხვები დროს ატარებდნენ, შემწვარ-მოხრაკულს შეექცეოდნენ, მე კი ვიჯექი და დიეტურ საკვებს ვციცქნიდი. ერთხელ სტუდენტები შესვენებაზე კაფეში წავედით. აღარ მახსოვს, რა ვჭამეთ, მაგრამ ორიოდე საათის შემდეგ მუცელი ისე ამტკივდა, ის სიმწარე დღესაც მახსოვს. ლექცია შეწყდა, სასწრაფოც კი გამოიძახეს. მეორე დღეს ჩემმა მეგობარმა ერთი შესანიშნავი საშუალების რეცეპტი მასწავლა. მას შემდეგ ეს უებარი წამალი მუდამ მაქვს შინ და ტკივილისა აღარ მეშინია. გიგზავნით რეცეპტს, იმ იმედით, რომ სხვებსაც გამოადგება.

  • წვრილად დაჭერით 30 გ კაკალი, ჩაყარეთ ბოთლში და დაასხით 1 ლიტრი 40%-იანი სპირტი. 14 დღით დადგით მზეზე, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზი, აუცილებლად ჭამის წინ და აუცილებლად წყლით გაზავებული (1:3).

კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულის დროს კარგი იქნება, თუ დილით, უზმოზე, და სადილის წინ დალევთ 100 გ ქრისტესისხლას ნაყენს. ის ასე მზადდება: ჭურჭელში ჩაყარეთ ბალახი და წვრილად დაჭრილი ფესვი, თუ ნედლია, აავსეთ სანახევროდ, თუ ხმელი - მესამედზე. შეავსეთ ადუღებული წყლით და დააყენეთ. მიიღეთ დილით უზმოზე. კურსი გრძელდება 2-3 კვირა.


ნეგო კარგი ნაღველმდენია

ბავშვობიდან მაწუხებდა ნაღვლის ბუშტი. დამისვეს ქოლეცისტიტის დიაგნოზი. ცხიმიანი, ცხარე და ნიგვზიანი ვერაფერი მეჭამა - მაშინვე შეტევა მეწყებოდა. ჩავიტარე ექოსკოპიური გამოკვლევა - მითხრეს, კენჭი არ გაქვს, მხოლოდ ანთებააო. ეს იმის ბრალია, რომ ნაღველსEუჭირს ნაღვლის ბუშტიდან გადინება, ამიტომ ნაღველმდენები უნდა სვაო. ქიმიურ წამლებს, რა თქმა უნდა, მცენარეები მერჩივნა, მოვიძიე წიგნები, გადავიკითხე და შევიტყვე, რომ უკვდავას (ნეგოს) ნაღველმდენი თვისებები ჰქონია. ისიც ეწერა, თუ მას სამყურასთან, პიტნასა და ქინძის თესლთან ერთად გამოიყენებთ, უკეთეს შედეგს მიიღებთო. ვცადე, მოვამზადე მითითებული რეცეპტით, ვსვი ორი კვირა და საოცარი შედეგი მივიღე. ახლა წელიწადში ორჯერ მაინც პროფილაქტიკისთვის ვიტარებ 2-2-კვირიან კურსს. მინდა, ეს რეცეპტი თქვენც გასწავლოთ, დარწმუნებული ვარ, ბევრს გამოადგება.

  • ნაღვლის დენის გამაძლიერებელი ჩაი ასე მზადდება: უნდა ავიღოთ 3 ჩ/კ ნეგოს ყვავილი; 3 ჩ/კ სამყურას ფოთოლი; 2 ჩ/კ პიტნის ფოთოლი; 2 ჩ/კ ქინძის თესლი. ეს ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ, ამის შემდეგ 1 ჩაის კოვზ ნარევს დავასხათ 2 ჭიქა მდუღარე წყალი, გავაჩეროთ თავდახურულ ჭურჭელში 20 წუთი, გავფილტროთ, გავაგრილოთ და ვსვათ თბილ-თბილი, ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

მარმუჭი კისტებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ

ბოლო ხანს აგარაკზე სამკურნალო მცენარეების გამოზრდამ გამიტაცა. განსაკუთრებით მომეწონა მარმუჭი, რომელსაც ზოგი დათვბალახას, ზოგი კი კურდღლის კომბოსტოსაც ეძახის. ამ მცენარემ უშველა ჩემს დას, რომელსაც მარჯვენა საკვერცხეზე საკმაოდ დიდი ზომის კისტები აღმოუჩინეს. როგორც სპეციალისტებმა აგვიხსნეს, კისტების წარმოშობის მიზეზი ორგანიზმში ჰორმონული ბალანსის დარღვევა ყოფილა. ისიც გვითხრეს, რომ მის ასაკში ოპერაცია სასურველი არ იყო, რადგან მოსალოდნელი იყო კისტების განმეორებითი ჩამოყალიბება. ჩემი და წლების მანძილზე მკურნალობს მედიკამენტებით და პარალელურად იღებს მარმუჭის ნახარშს, რომელიც, მართალია, კისტებს ვერ აქრობს, მაგრამ პრეპარატებთან ერთად შეაჩერა მათი ზრდა.

  • აიღეთ 100 გრამი დაქუცმაცებული ნედლი ბალახი და დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე, დადგით 4 საათი, გადაწურეთ, გემოვნებისამებრ დაუმატეთ ნატურალური თაფლი და მიიღეთ მეოთხედი ჭიქა 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსი სამი კვირაა. ათდღიანი შესვენების შემდეგ მკურნალობის კურსი კიდევ ერთხელ უნდა გაიმეოროთ. მკურნალობის პერიოდში, გირჩევთ, რაციონი გაამდიდროთ ბროკოლით. ეს კომბოსტოს ნაირსახეობაა, რომელიც ახალწარმონაქმნებს აქტიურად ებრძვის. იგი მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს ინდანოლ-3-კარბინოლს - ნივთიერებას, რომელიც სასტიკად უსწორდება ესტროგენდამოკიდებულ სიმსივნურ უჯრედებს, ამასთან, ბრძოლისას ერთგვარ გადარჩევას ახდენს - ანადგურებს სიმსივნურს, ჯანმრთელ უჯრედებს კი ხელუხლებელს ტოვებს. შემიძლია ისიც დავამატო, რომ მარმუჭი საკმაოდ სწრაფად აქრობს ცისტიტის თანხმლებ ტკივილებს. შვებას პირველივე დღეებში იგრძნობთ, ორი-სამი კვირის შემდეგ კი დაავადება შეგიძლიათ დაივიწყოთ.