დავეხმაროთ ერთმანეთს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავეხმაროთ ერთმანეთს

კუჭსა და თორმეტგოჯას უხდება

ყოველ შემოდგომა-გაზაფხულზე მეწყებოდა კუჭის ტკივილი და გულძმარვა. ტკივილი განსაკუთრებით მშიერ კუჭზე მაწუხებდა. მივედი ექიმთან, დამიდგინეს გასტროდუოდენიტი და მჟავიანობის მომატება. დავიწყე მკურნალობა წამლებით, მივაშველე ხალხური საშუალებებიც. რამდენიმე კურსის შემდეგ შვება ვიგრძენი. მინდა, თქვენც მოგაწოდოთ ეს რეცეპტები, იქნებ გამოგადგეთ.თუ კუჭმა შეგაწუხათ, მოიმარაგეთ მარწყვი, ძახველი, შინდი და ხურტკმელი. აიღეთ თანაბარი რაოდენობით, ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, მოადუღეთ და ჩაისავით სვით.

  • კუჭის მაღალი მჟავიანობის დროს აიღეთ 1 კგ სტაფილო, გახეხეთ და კარგად გაწურეთ. მიიღეთ წვენი დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს, სუფრის კოვზით.
  • კუჭის დაბალი მჟავიანობის დროს კარგია მოცვისა და ახალი მარწყვის ნაყენი. აიღეთ ორივე კომპონენტი თანაბარი რაოდენობით, დაასხით ადუღებული წყალი და 30 წუთით დააყენეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. მიიღეთ უზმოზე სუფრის კოვზით.
  • მწვავე გასტრიტის დროს დაკრიფეთ მრავალძარღვა, კარგად გარეცხეთ და გააშრეთ. აიღეთ 200 გრამი, კარგად დასრისეთ, ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 0,5 ლიტრი ჭაჭის არაყი და 5 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. ქურიდან გადმოდგით, გააგრილეთ, გაწურეთ და ჩაასხით ბოთლში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დილით, უზმოზე, საწოლიდან ადგომამდე 1 საათით ადრე.

გახსოვდეთ: სანამ წამალს იღებთ, სიგარეტის მოწევა არ შეიძლება.

დისკომფორტი და ტკივილი უმალ გაქრება

ვიდრე გავთხოვდებოდი, წელიწადის გარდამავალ პერიოდებში, შემოდგომასა და გაზაფხულზე, მენსტრუაციის დღეებში, ყოველთვის მაწუხებდა მუცლისა და წელის ძლიერი ტკივილი, ვიდრე ბებიის რჩევით ამ საშუალებათა გამოყენება არ დავიწყე. თავად ქალიშვილის დედა ვარ და ვიცი, რომ ეს პრობლემა დღესაც ბევრ გოგონას აწუხებს. სწორედ მათ მინდა შევთავაზო ეს რეცეპტები:

  • აიღეთ გულყვითელას ყვავილები, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 საათი და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.
  • აიღეთ 1/2 ჩაის კოვზი ოხრახუშის დანაყილი თესლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და გააჩერეთ 8 საათი. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ.

თვალებს უხდება

დედაჩემს გლაუკომა ჰქონდა და ამის გამო დიდხანს დადიოდა ექიმებთან, მაგრამ თვითონაც კარგად იცოდა ხალხური მედიცინა და ექიმის დანიშნულებასთან ერთად წარმატებით იყენებდა ხალხურ საშუალებებს. მინდა, რამდენიმე რეცეპტი თქვენც გასწავლოთ.

  • ალოეს ფოთოლი კარგად გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 2-3 საათი, შემდეგ გაფილტრეთ და ამ ნაყენით ამოიბანეთ თვალები დღეში 2-3-ჯერ.
  • აურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი ბაბუაწვერას წვენი, 1/2 სუფრის კოვზი ხახვის წვენი, 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. დადგით ნარევი სიბნელეში 3 საათით. ჩაიწვეთეთ თვალში 2-2 წვეთი დღეში 2-3-ჯერ. გაითვალისწინეთ: საჭიროა ყოველდღე ახალ-ახალი ნარევის მომზადება.
  • აურიეთ ერთმანეთში 1/2 ჭიქა ჭინჭარი და 1 ჩაის კოვზი ლავანდა, დაასხით 1 ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი, გააჩერეთ სიბნელეში 9 საათი, შემდეგ დაუმატეთ 1/2 ჩაის კოვზი სოდა. ამ ნაყენით დღეში 2-ჯერ გაიკეთეთ თვალების კომპრესი. გაიჩერეთ 10-20 წუთი.
  • სააფთიაქო სპირტი და თაფლი (1:1) ერთმანეთში აურიეთ, გააჩერეთ 2 საათი და ჩაიწვეთეთ თვალებში 2-2 წვეთი დღეში 2-ჯერ.
  • 1 სუფრის კოვზ კვლიავს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 3-5 წუთი. დაამატეთ 1 ჩაის კოვზი რეჰანი და გაფილტრეთ. ჩაიწვეთეთ თვალებში 1-2 წვეთი დღეში 1-2-ჯერ.
  • აურიეთ ერთმანეთში კუბებად დაჭრილი 200 გ სტაფილო, 100 გ ჭარხალი, 150 გ ნიახური, 100 გ კიტრი და 50 გ ოხრახუში. ბოსტნეულის ნარევი ჩაუშვით წვენსაწურში და მიღებული წვენი სვით მთელი დღის განმავლობაში.
  • აურიეთ ერთმანეთში 1/2 ჭიქა მოცვი და თაფლი. შეინახეთ მაცივარში და მიიღეთ დღეში 1-2 სუფრის კოვზი.

ყურადღება მიაქციეთ თირკმელების მუშაობას. როცა ორგანიზმში ჭარბი სითხეა, გლაუკომა გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, ამიტომ მიიღეთ შარდმდენები და გაიწმინდეთ თირკმელები მცენარეული ნაყენებით:

  • ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ გარეცხილი ნიახური და გამოწურეთ. მიიღეთ 2 ჩაის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 1/2 საათით ადრე.
  • ჩაყარეთ ნახევარლიტრიან ბოთლში ასკილი და აავსეთ არყით, გააჩერეთ 1 კვირა. 3-5 წვეთი ნაყენი გააზავეთ 1 სუფრის კოვზ წყალში და დღეში 2-ჯერ მიიღეთ.
  • 1 ჩაის კოვზ ვარდკაჭაჭას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ 5-10 წუთი. უმჯობესია, მიიღოთ უზმოზე.

ნებისმიერი ამ საშუალებით მკურნალობა გრძელდება 1 თვე და ტარდება შემოდგომასა და გაზაფხულზე.

მტკივნეული მენსტრუაცია

ახალგაზრდობაში მენსტრუაციის დროს მქონდა საშინელი ტკივილი, რომელსაც მხოლოდ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მიყუჩებდა. რამდენჯერ სასწრაფოც გამომიძახებია... მინდა, თქვენს მკითხველს ვასწავლო რეცეპტი, რომელმაც ამ ტკივილებისგან მიხსნა. მე ის დიდი ხნის წინ მასწავლა დიდმა ბებიამ, მაგრამ, ვფიქრობ, დღესაც გამოადგებათ გოგონებს.

  • აიღეთ 3 ჩაის კოვზი მარწყვაბალახა, ორი ჩაის კოვზი გულყვითელა და ამდენივე მარმუჭი (იგივე ნამა, დათვთფეხა, ფაფანაგა, არმუჯი, ნაოჭა). 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ცივი რძე და 2-3 წუთი ადუღეთ წყლის აბაზანაში; გადმოდგით, თავზე დაახურეთ და გააჩერეთ 15 წუთი; გაფილტრეთ, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზ ნაღების კარაქი, 2 ჩაის კოვზი შაქარი და ცოტაოდენი დარიჩინი. წამალი მზადაა. მას არაჩვეულებრივი არომატი და სასიამოვნო გემო აქვს. შეგიძლიათ მიიღოთ დღეში 3-4-ჯერ, თბილ-თბილი.
  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭინჭარი ან შვიტა და 2 სუფრის კოვზი სპირტი, დააყენეთ ერთი კვირით. 10-10 წვეთი გააზავეთ ერთი კოვზი წყლით და მიიღეთ.
  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი შვიტა, მოხარშეთ 2 ლიტრ წყალში, გადაწურეთ. სვით თითო სუფრის კოვზი 2 საათში ერთხელ. როდესაც მენსტრუალური სისხლდენა იკლებს, გადადით დღეში ორჯერ მიღებაზე.
  • ასევე ეფექტურია ჭინჭრის ნახარში - თითო სუფრის კოვზი დღეში სამჯერ.
  • თუ მენსტრუაცია გაგიჭიანურდათ, აიღეთ 100 გ მუხის ფოთოლი, დაასხით თეთრი შემაგრებული ღვინო, დადგით 10 დღით სითბოსა და სიბნელეში, შემდეგ გამოიღეთ, გაწურეთ და მიიღეთ დღეში ოთხჯერ თითო სუფრის კოვზი.