მცხუნვარე მზის სხივებისგან დამცავი კრემი
მისი დამზადების წესი დედისგან ვიცი:
- ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ 30გ ფუტკრის ცვილი, 60გ ქოქოსის ზეთი და 60გ შიის კარაქი. გაგრილებულ, მაგრამ მაინც თხევად ნარევს დაუმატეთ 1-2 სუფრის კოვზი თუთიის ოქსიდის ფხვნილი (შPF15-20-ის მისაღწევად), კარგად აურიეთ, რომ არ წარმოიქმნას კოშტები. ნარევი მიქსერით ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე. გადაიტანეთ შუშის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
ნათია გამრეკელი, ქუთაისი