თბილი რძე თაფლით – ხველისა და უძილობის დროს შვებას მოგგვრით
მინდა აღვნიშნო, რომ საოცრად ეფექტური იყო და ძალიან სწრაფად მაძლევდა შედეგს. თაფლი დადებითად მოქმედებს ყელის ლორწოვან გარსზე და ამცირებს ხველის რეფლექსს:
- ინგრედიენტები: 1 ჭიქა რძე, 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი, სურვილისამებრ, მწიკვი კარაქი.
მომზადება: შეათბეთ რძე (არ აადუღოთ, რათა თაფლმა თვისებები არ დაკარგოს). გახსენით მასში თაფლი და კარაქი. დალიეთ ძილის წინ ყელის დასამშვიდებლად და ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
თეა დიღმელიშვილი, რუსთავი