დაძინების პრობლემის დროს სანელებლებიანი თბილი რძე მიიღეთ
ბოლო პერიოდში დამეწყო უძილობა. თანამშრომელმა ძილის წინ სანელებლიანი თბილი რძის მიღება მირჩია. ეს საშუალება ეფექტური აღმოჩნდა. მისი გამოყენების შემდეგ მომიწესრიგდა ძილი და ზოგადად თავსაც უკეთ ვგრძნობ.
თბილი რძე შეიცავს ტრიპტოფანს, რომელიც ხელს უწყობს ძილს, ხოლო სანელებლები ეხმარება მოდუნებას.
- გაათბეთ ერთი ჭიქა რძე (მაგრამ არ მიიყვანოთ ადუღებამდე). დაუმატეთ მწიკვი დარიჩინი, მუსკატის კაკალი და ერთი ჩაის კოვზი თაფლი. მიიღეთ ძილის წინ.
ნატო აბულაშვილი, თელავი