ხველებას ჯანჯაფილის ფესვების ნარევით გაუმკლავდებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხველებას ჯანჯაფილის ფესვების ნარევით გაუმკლავდებით

ამ დროს აუცილებლად მეწყება ხველა, რომელიც დიდხანს მიგრძელდება. ამ შემთხვევაში მივმართავ ხალხურ მედიცინას. ჩემთვის ეფექტური აღმოჩნდა ჯანჯაფილის ფესვის ნაყენი.

  • 2 სუფრის კოვზ დაჭრილ ჯანჯაფილს დააყარეთ ერთი ჭიქა შაქარი, დაამატეთ ცოტა წყალი და გააცხელეთ შაქრის გადნობამდე. მიღებული ნაყენი დალიეთ ნახევარი ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ.

ლალი ღლონტი, ოზურგეთი

როგორ დავაღწიოთ თავი ხველას

მშრალი „მყეფავი“ ან კიდევ ღრმა და „სველი“ ხველა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ბევრი ადამიანის პრობლემაა.

ეს სიმპტომი ხშირად ახლავს გაციებას და ვირუსულ ინფექციებს. ცხადია, თერაპევტისა თუ პულმონოლოგის მეთვალყურეობით მკურნალობა აუცილებელია, თუმცა არატრადიციული მედიცინის რჩევების გათვალისწინებასა და შესაბამისად, ხალხური საშუალებების გამოყენებას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ხველისგან თავდასაღწევად.

ზოგადი რეკომენდაციები ხველის აღმოსაფხვრელად

1) მშრალი ხველის დროს უნდა უზრუნველყოთ ორგანიზმის სითხით მომარაგება. ამ მიზნით რეკომენდებულია თბილი ჩაის, კომპოტების, რძის, სამკურნალო მცენარეთა ნაყენებისა თუ ნახარშების დალევა. დასატკბობად შაქრის ნაცვლად უმჯობესია თაფლის გამოყენება.

2) კარგ ეფექტს იძლევა დინდგელის (იგივე პროპოლისის) წუწვნა, თუ, რა თქმა უნდა, ადამიანს არ აღენიშნება ალერგია ფუტკრის პროდუქტებზე.

3) ფეხები და ყელი უმჯობესია ჩაითბუნოთ.

4) ოთახში ჰაერი გრილი და ტენიანი უნდა იყოს, ოპტიმალური ტემპერატურა 18-22 გრადუსია. გახსოვდეთ, გამათბობლის გავლენით გამოშრალი ჰაერი აძლიერებს ხველას.

5) სასარგებლოა ინჰალაციები. კერძოდ,

ახალმოხარშული კარტოფილის ორთქლის შესუნთქვა ან კიდევ სოდიანი ინჰალაციის პროცედურა. ამ უკანასკნელისათვის პატარა ზომის ჯამში უნდა ჩაასხათ ადუღებული წყალი, დაამატოთ ნახევარი ჩაის კოვზი საჭმლის სოდა და 15 წუთი ისუნთქოთ ამომავალი ორთქლი. აღნიშნულ პროცედურას ორსულებსაც კი ურჩევენ, რადგან ის არბილებს ყელის ლორწოვან გარსს, აადვილებს ბრონქებიდან ნახველის გამოდევნას. მშრალი ხველის დროს სასურველია საკვებ რაციონში ჩართოთ კარტოფილის თხელი პიურე (ცხელი რძის დამატებით), შვრიის ფაფა, ბოლოკის ზეთმოსხმული სალათი, ხორცსაკეპ მანქანაში კანიანად გატარებული ლიმონი, რომელსაც დამატებული ექნება თაფლი. სასარგებლოა ასევე ხახვი და ნიორი.

ხველის საწინააღმდეგო დასალევი საშუალებები

მშრალი ხველა, ჩვეულებრივ, გრიპისა და ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების საწყის სტადიებზე ვითარდება. ხველის რეფლექსი ასეთ დროს სწრაფადვე „ირთვება“, თუმცა სასუნთქი გზები ჯერ კიდევ არ გამოყოფს სეკრეტს (ნახველს), ამიტომაც მათ დახმარება სჭირდება. ამისათვის ხალხური მედიცინა რამდენიმე საშუალებას ფლობს:

თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე

https://mkurnali.ge/skhvadaskhva/sindromi/11709-rogor-davaghtsioth-thavi-khvelas.html