ალთემ თვალები დამიმშვიდა
თვალები მიწითლდებოდა, ქუთუთოები მიშუპდებოდა და საშინლად მექავებოდა. ასე ვწვალობდი, ვიდრე მეზობელმა ალთესგან დამზადებული წამლის გამოყენება მირჩია:
- წამლის დასამზადებლად უნდა აიღოთ 3 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ალთეს ფესვები და დაასხათ 1 ჭიქა ცივი, ადუღებული წყალი, დადგით 8 საათი, რის შემდგომაც საგულდაგულოდ გადაწურეთ და მიღებული სითხე მცირედ შეათბეთ. დამზადებულ წამალში უნდა დაასველოთ 2 ცალი ბამბის ტამპონი ან დოლბანდის საფენი და 15-20 წუთით დაიდოთ ანთებით გაღიზიანებულ ქითუთოებზე. გაიმეორეთ დღეში რამდენჯერმე.
დოდონა ხუნდაძე, თბილისი