ჰაიმორიტის დროს ეს ნარევი გამოიყენეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჰაიმორიტის დროს ეს ნარევი გამოიყენეთ

ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, პროფილაქტიკისთვის, გაციების დროს ამ მცენარეულ ნაყენს ვიყენებ:

  • 1 ს.კ. პიტნა, 20 გ დაქუცმაცებული პროპოლისი და 200 მლ მცენარეული ზეთი ერთმანეთში აურიეთ. ერთი კვირა გააჩერეთ სიბნელეში და ნარევი მზად არის გამოსაყენებლად. ბამბა დაასველეთ ამ ნარევში და მოათავსეთ ცხვირის შესავალში. ტამპონი ყოველ 1-2 საათში უნდა გამოიცვალოს. პროპოლისი აჩერებს მავნე მიკრობების ზრდას, ხოლო პიტნა ხსნის შეშუპებას.

ნათია კაკაბაძე, ქუთაისი

სინუსიტი

სინუსიტი - პარანაზალური ანუ ცხვირის ღრუსთან დაკავშირებული წიაღების მწვავე ან ქრონიკული ანთებაა. ეს წიაღები ქალას ძვლებში განთავსებული ჰაერის შემცველი ღრუებია და მდებარეობს თვალბუდის უკან, ზევით და ქვევით. მათი ფუნქციაა, გაფილტრონ და გაათბონ შესუნთქული ჰაერი. ამის შემდეგ ჰაერი გადადის ბრონქებში.

სინუსების ამომფენ ლორწოვანს აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია - შესუნთქული ჰაერიდან დიფუზიის გზით აითვისოს მსუბუქი იონები, ნაწილობრივ - ჟანგბადიც და გადაიტანოს ის პირდაპირ თავის ტვინში. ასეთი “ვიტამინიზებული” ჰაერით მომარაგებული თავის ტვინი, ბუნებრივია, სრულყოფილად მუშაობს და არ ავადმყოფობს. გარდა ამისა, წიაღები ფუნქციობს როგორც ხმის რეზონატორები (ქმნის რეზონანსის ეფექტს ლაპარაკის დროს). ყველა ეს წიაღი, ცხვირის ღრუს მსგავსად, ლორწოვანით არის ამოფენილი და ფაქიზად რეაგირებს გარეგან ზემოქმედებაზე ცხვირის ღრუსთან კავშირის გამო, ამიტომ არცთუ იშვიათია მათი ანთება.

სინუსიტებს, მათი ლოკალიზაციის მიხედვით, შემდეგნაირად ყოფენ:

  • ჰაიმორიტი - ზედა ყბის წიაღის ანთება;
  • ფრონტიტი - შუბლის წიაღის ანთება;
  • ეთმოიდიტი - ცხავის ძვლის წიაღის ანთება;
  • სფენოიდიტი - ძირითადი ძვლის ანთება.

მწვავე სინუსიტით რთულდება მწვავე სურდო, გრიპი, წითურა, ქუნთრუშა და სხვა ინფექციური დაავადებები, ასევე - ზედა უკანა ოთხი კბილის ფესვის ანთება. რისკის ფაქტორებია ცხვირის ვიწრო ღრუები, ცხვირის ძგიდის გამრუდება, ცხვირისა და წიაღების დამაკავშირებელი არხის შევიწროება, უცხო სხეული.

გავრცელების არეალის მიხედვით სინუსიტი შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი, მიმდინარეობდეს ზოგიერთი ან ყველა წიაღის დაზიანებით.

ანთების ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ სინუსიტებს. ქრონიკულია ფორმები, რომლებიც ორ თვეზე მეტხანს გრძელდება.

მოზრდილ ადამიანს ოთხივე სინუსში ორ ჭიქამდე ჩირქი უგროვდება. ცხვირიდან მოყვითალო ან მომწვანო ფერის გამონადენი ჯერ კიდევ არ ნიშნავს სინუსიტს და მით უმეტეს არ გვაძლევს ანტიბიოტიკების მიღების საფუძველს.

როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე

https://mkurnali.ge/daavadebebi-mkurnaloba/yeli-yuri-ckhviri/4310-sinusiti.html