ალოეს წვენი მწერების ნაკბენისგან გამოწვეულ დისკომფორტს შეგიმსუბუქებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალოეს წვენი მწერების ნაკბენისგან გამოწვეულ დისკომფორტს შეგიმსუბუქებთ

ნაკბენის ადგილზე უსიამოვნო ქავილისგან შექმნილი დისკომფორტის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ მოქავების შემდეგ, კანი არ დავიზიანოთ და ინფექცია არ შეიჭრას. ზაფხულისგან წარმოქმნილ ამ დისკომფორტს ალოეს წვენით ვუმკლავდები:

  • კოღოს ნაკბენზე ალოეს წვენის წასმა უზრუნველყოფს ქავილის სწრაფშემსუბუქებას და კანზე აქვს გამაგრილებელი ეფექტი. გარდა ამისა, ალოეს წვენი ამცირებს შეშუპებას, სხვადასხვა გაღიზიანების, მათ შორის, კოღოს ნაკბენისა და მზის დამწვრობისგან გამოწვეულ კანის სიწითლეს.

ნანი კელენჯერიძე, ქუთაისი

რა უნდა ვიცოდეთ მწერის ნაკბენზე?

ცხელი სეზონის მოახლოებასთან ერთად აქტიურდებიან მწერებიც, რომელთა ნაკბენსაც ადამიანებში როგორც მსუბუქი, ისე მწვავე ალერგიული რეაქციების გამოწვევა შეუძლია.

გარდა ამისა, ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა ინფექციური დაავადების გადამტანიც არის.

რა უნდა ვიცოდეთ მწერების შესახებ? რა ტიპის ალერგიული რეაქციები შეიძლება განვითარდეს მათი კბენის შემდეგ? როგორ უნდა მოვუაროთ ნაკბენს? – ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის ალერგოლოგ-იმუნოლოგს, ქეთევან ომიაძეს მივმართეთ.

რომელი მწერები არიან საქართველოში ყველაზე გავრცელებული? რა რეაქციებს იწვევს მათი ნაკბენი?

საქართველოში ყველაზე გავრცელებული მწერები, რომელთა ნაკბენიც გარკვეულ ალერგიულ რეაქციებს იწვევს, არიან კოღო, ქინქლა, ჭიანჭველა, კრაზანა და ფუტკარი. მათ შხამზე შეიძლება განვითარდეს ლოკალური ალერგიული რეაქცია, რაც ვლინდება ნაკბენის ადგილის შეწითლებით, შეშუპებით, ტკივილითა და ქავილით. ასევე, ნაკბენმა შესაძლოა სწრაფი ტიპის, სისტემური ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, რომელშიც სხვადასხვა ორგანოთა სისტემა მონაწილეობს და ვლინდება სუნთქვის გაძნელებით, ბრონქოსპაზმით, გენერალიზებული ჭინჭრის ციებით, წნევის ვარდნით, მუცლის ტკივილით, ღებინებით. აღნიშნული რეაქცია, ძირითადად, კბენიდან 5-30 წუთის განმავლობაში ვითარდება.

სისტემური ალერგიული რეაქცია სიცოცხლისთვის საშიშია და აუცილებელია სწრაფი და სპეციფიკური დახმარება. თუ ადამიანს ანამნეზში ან ოჯახურ ანამნეზში ამ ტიპის ალერგიული რეაქცია აქვს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რათა შეძლოს დროულად და სწორად იმოქმედოს ასეთი გართულებების დროს.

თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე

https://mkurnali.ge/alergologia/19917-ra-unda-vicodet-mceris-nakbenze.html