სელის თესლის ნაყენი კოლიტის დროს დაგეხმარებათ
ვცდილობ, ისეთი საკვები შევარჩიო,რომ კუჭის მოქმედება რეგულარულად მქონდეს. ზოგჯერ საჭირო ხდება დახმარებაც, საამისოდ ვიყენებ სელის თესლის ნაყენს. სელის თესლის ნაყენი ფარავს ნაწლავების შიგნითა ზედაპირს, ქმნის დამცავ აპკს, აღმოფხვრის დისკომფორტს და თავიდან გვაცილებს ყაბზობის განვითარებას. სასურველია, ნაყენი მომზადებისთანავე დალიოთ.
- 200 მლ წყალს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი სელის თესლი. მიიყვანეთ ადუღებამდე. გააჩერეთ 10 წუთი, გადაწურეთ. მიიღებთ ჟელეს მსგავს სითხეს, რომელიც, სჯობს, დალიოთ უზმოზე.
თეა მახალდიანი, რუსთავი