ცაცხვის ყვავილი მწერის ნაკბენს შველის
- აიღეთ 1 სადილის კოვზი ცაცხვის ყვავილი და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, დადგით 2 საათი და შემდეგ გაწურეთ. მიღებული ნაყენი შეინახეთ ბნელსა და გრილ ადგილზე. თუ რაიმე მწერი გიკბენთ, არ დაახანოთ, დაასველეთ ბამბის ტამპონი ამ ნაყენში და საგულდაგულოდ გაიწმინდეთ ნაკბენი ადგილი. გარდა ამ თვისებისა, ცაცხვის ნაყენს გააჩნია კუჭის წვენის გამოყოფის გამაძლიერებელი თვისებაც, მას შეუძლია მეტეროზმით და აირების დაგროვებით გამოწვეული მუცლის ტკივილისა და ნაწლავების სპაზმების მოხსნა, ოღონდ, გახსოვდეთ, ამ მიზნებისთვის გამოყენებული ნაყენი შედარებით კონცენტრირებული უნდა იყოს.
ის ასე უნდა დაამზადოთ:
- აიღეთ 4 სადილის კოვზი ცაცხვის ყვავილი და დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, დადგით. უნდა მიიღოთ თბილი, ნახევარი ჭიქის ოდენობით, დღეში 3-ჯერ.
ლელა კ. ბათუმი