შემაწუხებელ ხველას ამ საშუალებით უმკურნალებთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შემაწუხებელ ხველას ამ საშუალებით უმკურნალებთ

"ხველის შესამსუბუქებლად, მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად, შეგიძლიათ იმკურნალოთ ხალხური საშუალებებით, ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებით:

  • 3 კბილი ნიორი დაჭყლიტეთ და შეურიეთ 2 სუფრის კოვზ თაფლს. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დილას და საღამოს."

ლალი წიკლაური, თელავი

ნიორი ჩვენი ჯანმრთელობისთვის

ნიორი ზოგს საერთოდ არ უყვარს, ზოგი კი მას მძაფრი სურნელის გამო არიდებს თავს. უყვართ თუ არ უყვართ, ყველამ იცის, რომ ნიორი გვიცავს გაციებისაგან, ინფექციებისაგან, განამტკიცებს იმუნიტეტს, შესაბამისად, გაციებისა თუ შეუძლოდ ყოფნის დროს, პრევენციისთვის, ხშირად არამოყვარულებიც კი მიირთმევენ ორ-სამ კბილ ნიორს. მაინც რა სარგებლობა მოაქვს მას ჩვენი ჯანმრთელობისათვის, რა მოხდება ჩვენს ორგანიზმში, თუ ნიორს რეგულარულად მივირთმევთ?

  • ნიორი განამტკიცებს იმუნიტეტს

ნიორში შემავალი ანტიოქსიდანტები ანეიტრალებს (ბოჭავს) თავისუფალ რადიკალებსა და ტოქსინებს, რომლებიც აზიანებს ორგანიზმის ქსოვილებს და იწვევს სხვადასხვა პათოლოგიას. დღეს უკვე კვლევებითაა დადასტურებული, რომ ნიორი გაციების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა.

  • ნიორს აქვს ანტიმიკრობული ეფექტი

ხალხურ მედიცინაში ნიორი ოდითგან გამოიყენება ინფექციურ დაავადებებთან გასამკლავებელ ეფექტურ საშუალებად. ჯერ კიდევ 1858 წელს მიკრობიოლოგმა და იმუნოლოგიის ფუძემდებელმა, ლუი პასტერმა, აღნიშნა ნივრის ანტიბაქტერიული მოქმედება სწრაფად მზარდ მრავალ ბაქტერიაზე.

ნიორში შემავალი ანტიბაქტერიული საშუალება - ალიცინი ძლიერი ანტისეპტიკური თვისებებით გამოირჩევა, არ აძლევს ბაქტერიებს გამრავლებისა და გავრცელების საშუალებას. ხორცპროდუქტებში ნაწლავის ჩხირის განადგურებისათვის თერმული დამუშავების (მაგალითად, შეწვის) წინ ხორცი ნივრით უნდა დავამუშაოთ და გარკვეული დროით გავაჩეროთ. ბაქტერიები ყველა შემთხვევაში განადგურდება, თუნდაც თერმული დამუშავება 70 გრადუსზე დაბალი ტემპერატურით წარიმართოს. იმავე მეთოდს იყენებენ სალათებთან. მათი გაფუჭების ასარიდებლად (ანუ მათში მიკრობთა ასალაგმად) სალათებს უმ ნიორს ამატებენ.

  • ნიორი აუმჯობესებს პირის ღრუს მიკროფ ლორას

ანტიბაქტერიული თვისებების თვალსაზრისით ნიორი მოქმედებს ციპროფლოქსაცინის ანალოგიურად, რომელიც ხშირად პირის ღრუს ინფექციებთან საბრძოლველადაც გამოიყენება. მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ ნივრის ექსტრაქტი (გამონაწვლილი) ეფექტიანია მრავალი უმარტივესის, მათ შორის კანდიდოზის გამომწვევი ჩანდიდა Albicans-ის მიმართაც. ნიორი ამცირებს კბილის ნადებს, ამიტომაც კბილის ელექსირის ნაცვლადაც შეიძლება მისი გამოყენება. პირის ღრუს დაავადებათა საპროფილაქტიკოდ რეკომენდებულია ყოველდღიურად ერთი კბილი ნივრის დაღეჭვა.

  • ნიორი ამაღლებს ვარჯიშის შედეგებს

არსებობს უამრავი საარქივო მასალა, რომლითაც ირკვევა ძველი ბერძნებისა და პირველი ოლიმპიელების წარმატების მიზეზები. ისინი თურმე შეჯიბრებების წინ ძალებს რამდენიმე კოვზი წვრილად დაქუცმაცებული (დანაყილი) ნივრით განიმტკიცებდნენ. შუა საუკუნეებში მძიმე ფიზიკური სამუშაოთი დაკავებულებს დაღლილობის დასაძლევად ნივრის ჭამას აიძულებდნენ. ამ ყველაფრის მიზეზი ის გახლავთ, რომ ნიორი ანელებს გულის მუშაობის რიტმს და ხელს უწყობს სისხლის ნაკადის კუნთებისაკენ გადანაწილებას, ამიტომ ადამიანის სხეული უკეთ მუშაობს.

გულის პათოლოგიათა კვლევის საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავს - კარდიულ პაციენტებთან, რომლებიც ნივრის ზეთს 6 კვირის განმავლობაში იღებდნენ, შეინიშნებოდა გულის შეკუმშვათა სიხშირის 12%-ით შემცირება და ფიზიკური შრომისუნარიანობის გაუმჯობესება.

იმისათვის, რომ ეფექტი შეიგრძნოთ, ვარჯიშისა თუ გარბენის წინ საკვებს ცოტაოდენი ნიორი დაამატეთ!

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე https://mkurnali.ge/fitotherapia/samkurnalo-mcenareebi/9383-niori-chveni-janmrthelobisthvis.html