სტომატიტის მკურნალობა სახლში მომზადებული სავლებითაც შეიძლება
სახლის პირობებში მკურნალობის მთავარი მიზანი ტკივილის გაყუჩება და პირის ღრუს ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებაა, რომ სიმპტომების მცირეხნიანმა შემსუბუქებამ ადამიანს ნორმალურად ჭამის საშუალება მისცეს:
- საუკეთესოა მაგარი მწვანე ჩაის სავლები. მწვანე ჩაი შეიცავს მთრიმლავ და ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებს. ძლიერი ტკივილისა და ლორწოვანი გარსის სიწითლის დროს გამოვლება აუცილებელია ძალიან ხშირად – 5-8-ჯერ დღეში. თუ სიმპტომები მსუბუქია, 3-4-ჯერ საკმარისია. სავლები უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, რადგან ცხელი სითხე კიდევ უფრო დააზიანებს ლორწოვან გარსს.
ნათელა გუდაძე, ბათუმი