ჭარხალი და ხახვი ყელის ტკივილსაც შველის
რომლებიც ყელის ტკივილის დასაამებლად გამოდგება.
ორ რეცეპტს გთავაზობთ თქვენც:
- გახეხეთ წითელი ჭარხალი, გამოწურეთ 1 ჩ.ჭ.წვენი. დაასხით 1 სუფრის კოვზი ძმარი, დააყენეთ 2-3 საათით, შემდეგ გაფილტრეთ. გამოივლეთ ყელში, თან 1-2 სუფრის კოვზი დალიეთ კიდეც.
- მოხარშეთ 3 ჩ. კ. მშრალი, დაქუცმაცებული ხახვის კანი 1 ჭ. წყალში. დააყენეთ 4 საათით. გაფილტრეთ და გამოივლეთ ყელში. მარტივად მოსამზადებელი წამლებია, თუმცა, მათგან მიღებული დადებითი შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით. ხახვიც და ჭარხალიც დიდი რაოდენობით შეიცავს იმუნიტეტის მოსაძლიერებელ ბუნებრივ კომპონენტებს და ორგანიზმს ძლიერ უხდებათ.
ევა რატიანი, ქუთაისი