სელი შეშუპების წინააღმდეგ მებრძოლიცაა
ქვედა კიდურების შეშუპების დროს კი სელის თესლის ნახარშის დალევას გვირჩევს, რომელიც ასე უნდა მომზადდეს:
- 4 სადილის კოვზ სელის თესლს უნდა დაასხათ 1 ლიტრი წყალი და ადუღოთ 10-15 წუთი. თავდახურული ჭურჭელი გადმოდგით ცეცხლიდან და 1 საათი დადგით თბილ ადგილას. შემდეგ გადაწურეთ. გემოს გასაკეთილშობილებლად შეგიძლიათ ნახარშში ლიმონის წვენი დაამატოთ. ნახარში უნდა მიიღოთ ცხელი, ნახევარი ჭიქის ოდენობით 3-4-ჯერ დღეში.
- ამავე მიზნისთვის კარგია შავბალახას ნაყენისა და თირკმლის ჩაის დალევა. ამ ორი მცენარის ნაყენი შესანიშნავად დევნის ორგანიზმიდან ჭარბ სითხეს, აქრობს შეშუპებას და ამშვიდებს გულს. მის მოსამზადებლად აიღეთ ამ ორი მცენარის ნარევი 5 გრამის ოდენობით და დაასხით ნახევარი ჭიქა ადუღებული წყალი, შეათბეთ 5 წუთი წყლის ორთქლის აბაზანაზე, გააჩერეთ 4 საათი თერმოსში. მიღებული ნაყენი უნდა დალიოთ 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე. კურსი 2 კვირიდან ორი თვეა.
რ. ე. თელავი