/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

კონფლიქტის დეტალები - რატომ ესროლა კლინიკის ექიმმა გიორგი გალდავას

კონფლიქტის დეტალები - რატომ ესროლა კლინიკის ექიმმა გიორგი გალდავას
კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას ჩვენების მიხედვით, კლინიკის ექიმმა, 80 წლის თეიმურაზ ბეჟანიძემ მას სამსახურიდან გათავისუფლების გამო ესროლა.

აღნიშნულის ჩვენება „ინტერპრესნიუსმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა.

როგორც დაჭრილი ექიმი გამომძიებლებს უყვება, ბეჟანიძეს მისი მოკვლის განზრახვა ჰქონდა და არა შეშინების. გალდავა ასევე იმასაც ამბობს, რომ ბრალდებულ ექიმს იარაღმა გაუჭედა და სწორედ, ამის გამო ვერ განახორციელა მეორედ გასროლა.

კლინიკის დირექტორის ჩვენების მიხედვით, ის ბრალდებულს 1991 წლიდან იცნობს. მისივე თქმით, თეიმურაზ ბეჟანიძე კლინიკაში ექიმ დერმატო-ვენეროლოგად მუშაობდა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გალდავა ასევე განმარტავს, თუ რის გამო შეუცვალა თეიმურაზ ბეჟანიძეს სამუშაო ოთახი და აღნიშნულის მიზეზად კლინიკაში მიმდინარე რეორგანიზაციას ასახელებს.

დირექტორის ჩვენების მიხედვით, კონდიციონერი, რის გამოც კონფლიქტი დაიწყო, მისმა პარტნიორმა - ჯემალ ხარებავამ დაამონტაჟა და არა თეიმურაზ ბეჟანიძემ, როგორც ამას ის ამბობს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

„როცა მუქარის ფრაზა წარმოთქვა მან, რაზეც მე ვუთხარი, რატომ მემუქრები თემური-თქო, ამ მომენტში უკვე დავინახე, რომ მარჯვენა ხელში ეკავა პისტოლეტური ტიპის იარაღი. ამ დროს დაიწყო ჩემი მიმართულებით დამიზნება და მე ძალიან შემეშინდა და შესაბამისად, გადავიხარე გვერდზე, ამ მომენტში, მე ვიჯექი სკამზე...ფაქტობრივად, იმ წამიერ მომენტში მოხდა გასროლა და თავიდან ჯერ ვერ ვიგრძენი, შესაბამისად, მე რომ არ გადავხრილიყავი გვერდით, შესაძლოა, ტყვია მომხვედროდა არა მარჯვენა მხრის ძვალში, არამედ სხეულის სხვა ადგილას. შესაძლოა, გულ-მკერდის არეში, რადგან ფაქტობრივად ის მიმიზნებდა გულ-მკერდის არეში და რომ არა რეაქცია, ფატალურად დასრულებოდა შემთხვევა. ის ჩემგან იდგა დაახლოებით, 2 მეტრში... ამ მომენტში, მარჯვენა ხელს ვეღარ ვხმარობდი და იატაკზე წავიქეცი, ამ დროს, შევნიშნე, ისევ არ მანებებდა თავს, ცინიკური ტონით მეუბნებოდა, ხომ შეგეშინდაო და იმავდროულად ცდილობდა ისევ პისტოლეტის გადატენას და მიშვერდა მე, თუმცა, პისტოლეტმა გაჭედა და ვერ ახერხებდა მის გადატენას, მაგრამ მისი ქმედებებიდან და ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ისევ მესროდა იარაღს, თუმცა, მას იარაღის პრობლემა შეექმნა, მაგრამ პირველი გასროლის შემდეგ, მაინც არ მეშვებოდა და ცდილობდა ისევ ესროლა ჩემთვის, რაც ვერ მოახერხა. გასროლა გაკეთებული ჰქონდა, მეც ვყვიროდი და ვითხოვდი შველას, ამ დროს, ჩემი სამუშაო ოთახში შემოვიდნენ თანამშრომლები, აქვე დამატებით განგიმარტავთ, რომ მას შემდეგ, რაც მესროლა თეიმურაზმა და ისვე სროლას ცდილობდა და ვერ ახერხებდა, მან აიღო სკამი, მე იქვე ვიყავი ძირს დაგდებული და სკამიც მესროლა და ცდილობდა სკამის ჩემზე დარტყმას, ამ დროს კარები შემოანგრიეს თანამშრომლებმა, თუმცა თეიმურაზი როცა შემოვიდა ჩემ ოთახში, იმ მომენტში არ დამინახავს კარის ჩაკეტვა. როცა მოხდა ფაქტი და მესროლა, კარები იყო ჩაკეტილი, რადგან თანამშრომლებმა შემოამტვრიეს კარები, რის შემდეგაც ჩამიტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, თუმცა, სად წავიდა თეიმურაზ ბეჟანიძე ამის შემდეგ, არ მახსოვს. დაზიანება მივიღე მარჯვენა ლავიწს და სახსარს შორის და მარჯვენა ხელს ფაქტობრივად, ვერ ვიყენებ...

თეიმურაზ ბეჟანიძეს და ჩემ შორის მომხდარი ფაქტის მიზეზი იყო მისი სამსახურიდან გაშვება, რის გამოც მესროლა იარაღი. ბეჟანიძისთვის კლინიკაში არ შემიმჩნევია როდესმე იარაღის ტარების ფაქტი, თუმცა აქვე განგიმარტავთ, რომ ბეჟანიძეს ჰქონდა ჩემი მოკვლის განზრახვა და არა შეშინების. აღნიშნულის გარდა, მეტი რაიმეს განმარტება არ შემიძლია“, - აცხადებს გალდავა ჩვენებაში.

ცნობისთვის, თეიმურაზ ბეჟანიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ თეიმურაზ ბეჟანიძეს ბრალი გიორგი გალდავას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

mkurnali.ge

ანგინა გაქვთ? მიხედეთ ნუშურებს.

რაც ასაკში შევედი, უფრო და უფრო მეტად დავაფასე ხალხური მედიცინა. ჩვენს დროს ისეთ ჟურნალს რომ ეარსება, როგორიც "ოჯახის მკურნალია", დარწმუნებული ვარ, მის ფურცლებზე უამრავი ხალხი იპოვიდა მწვავე პრობლემებისგან თავის დახსნის საშუალებას.

მინდა, ერთი შინაური რეცეპტი მეც შემოგთავაზოთ. ასე ვმკურნალობდი ჩემს შვილებს ანგინის დროს. არ მახსოვს, რომელიმე მათგანს ანთება ერთხელ მაინც გართულებოდეს.

წამლის მოსამზადებლად საჭიროა:

  • 1 ჩაის კოვზი 700C-იანი სპირტი;
  • 1 ჩაის კოვზი ლუგოლის ხსნარი;
  • 1 ჩაის კოვზი გლიცერინი.

ეს ყველაფერი ერთმანეთში უნდა აურიოთ და ამ ხსნარით დაიმუშაოთ ნუშურა ჯირკვლები ანგინის დროს. პროცედურის ჩატარება აუცილებელია 3 დღე ზედიზედ.

წყლის იელის ზეთი ჰაიმორიტს ამარცხებს

გაგანდობთ ჰაიმორიტის სამკურნალო მეტად ეფექტური წამლის რეცეპტს, რომელიც ერთმა ღრმად მოხუცებულმა ადამიანმა მასწავლა.

  • აიღეთ 2 სადილის კოვზი წყლის იელი (ზამთარში - გამომშრალი, ხმელი, ზაფხულში - ნედლი), დაასხით 2 სადილის კოვზი ზეთი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და ძალიან დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 40 წუთის განმავლობაში. გადმოდგით, გააცივეთ ისე, რომ თავსახური არ მოხადოთ და 2 საათის შემდეგ გადაწურეთ.

ვიდრე მკურნალობას შეუდგებოდეთ, ჰაიმორის წიაღების არეში დაიდეთ თოფრაკი, რომელშიც გახურებული მარილი ყრია, რომ გაფართოვდეს. მერე კი თითოეულ ნესტოში 3-4 წვეთი წამალი ჩაიწვეთეთ. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეში 2-ჯერ, სააბაზანოში, ნიჟარასთან, რადგან ამ ზეთის ჩაწვეთების შემდეგ ცხვირიდან გამონადენი უხვად დაიწყებს დენას. მე 5 პროცედურა მეყო - დამავიწყდა კიდეც, ჰაიმორიტი რა არის.

მალამო-კრემი "კალენდულა"

მსურს, გაჩუქოთ ჩემი უნივერსალური მალამო-კრემის "კალენდულას" რეცეპტი. იგი ძალიან უხდება დამწვრობას, ნაღრძობ, დაჭიმულ, მოტეხილობის შემდგომ მოდუნებულ მყესებს და კუნთებს, თქვენ წარმოიდგინეთ, ბუასილსაც კი შველის. მალამოს ასე ვამზადებ:

  • კალენდულას გამომშრალ ყვავილებს ვაცლი გვირგვინს, ვფქვავ ყავის საფქვავში, შემდეგ ვიღებ ღორის მუცლის ქონს, ვადნობ დაბალ მომინანქრებულ ჯამში და ნელ-ნელა ვუმატებ დაფქულ კალენდულას ყვავილს - 4 წილ ქონზე 1 წილს. 1-2 წუთი გაუჩერებლად ვურევ, შემდეგ 1-2 წუთით გადმოვდგამ და ისევ შევდგამ. ასე ვიმეორებ 3-4-ჯერ, მერე კი ძალიან ნელ ცეცხლზე ვდგამ 30-40 წუთით. გადმოდგმის შემდეგ, ოდნავ რომ შეგრილდება, ვწურავ და ქილებში ვასხამ. საბოლოოდ რომ გაცივდება, თავზე ვახურავ და მაცივარში ვინახავ.

მერწმუნეთ, ეს ნამდვილი სასწრაფო დახმარებაა.

საქმე გასტრიტამდე არ მიიყვანოთ

დიდი ხანია, გატაცებული ვარ ხალხური მედიცინით. ბევრი მცენარეული რეცეპტი ვიცი და საჭიროების შემთხვევაში წარმატებით ვიყენებ. რამდენიმე წლის წინ წნევის დამწევი მცენარეული რეცეპტი გამოგიგზავნეთ. ახლა მსურს, გამოცდილება გავუზიარო მათ, ვისაც კუჭი აწუხებს.

კუჭის დაავადება პირდაპირ ტკივილით როდი იწყება - მას წინ უძღვის სიმძიმის შეგრძნება, შებერილობა და სხვა, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ და მაშინღა ვიწყებთ ექიმთან სიარულს, როცა ტკივილი აუტანელი ხდება. გვეუბნებიან, რომ ქრონიკული გასტრიტი გვქონია და გვიკვირს - ასე უცებ საიდან მეტაკაო. ჩემო კარგებო, კუჭს უნდა გავუფრთხილდეთ! ენდეთ ჩემს გამოცდილებას. სანამ ახალგაზრდა ვიყავი, ჯანმრთელობაზე არათუ არ ვზრუნავდი, არც კი ვფიქრობდი. შედეგმაც არ დააყოვნა - გასტრიტი დამემართა. გადავწყვიტე, მცენარეებით მკურნალობა მეცადა. უამრავი ნაყენი და ნახარში ვსინჯე და როგორც იქნა, მივაგენი კუჭის სპაზმისა და მუცლის შებერილობის მოსახსნელ საუკეთესო, სწრაფ საშუალებას.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი ანისულის ნაყოფი, 1 სუფრის კოვზი ცერეცოს ნაყოფი, 1 სუფრის კოვზი კვლიავის ნაყოფი და 2 სუფრის კოვზი პიტნა. ამ მცენარეების შეძენა მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 15 წუთი. გააცივეთ და გაფილტრეთ. მიიღეთ 1/3-1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ.

თუ თავს დროზე მივხედავთ, გასტრიტამდე საქმე არც მივა. ეს მცენარეები სრულიად უსაფრთხოა, არავითარი გვერდითი ეფექტი არ გააჩნია. საკმარისია ნაყენი ერთი კვირა სვათ, რომ თავს უკეთ იგრძნობთ.


მრავალძარღვას ნიღაბი სახეს გაგისუფთავებთ

ჯერ კიდევ ორი წლის წინ არ ვიცოდი, რა წყალში ჩავვარდნილიყავი - სახე მუწუკებით მქონდა სავსე. დღეს აღარაფერი მაწუხებს და სარკეში ჩახედვაც მიხარია. ბებიამ მასწავლა ამის მკურნალობა არა ტაბლეტებით, ლოსიონებითა თუ კრემებით, არამედ ჩვეულებრივი მრავალძარღვათი. მეც მინდა ყველას ვუჩვენო, რა ადვილად შეიძლება პირისკანის გასუფთავება.

  • აიღეთ ახალმოკრეფილი, ქორფა მრავალძარღვას საშუალო ზომის ფოთლები, გარეცხეთ, გაამშრალეთ პირსახოცით და დასრისეთ. მიღებული ფაფა დაიდეთ დაბანილ სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ეს პროცედურა ყოველ საღამოს ჩაიტარეთ. ნიღაბი არ ჩამოირეცხოთ - ნაზად მოიშორეთ დასველებული ბამბის ტამპონით.
  • მრავალძარღვას ფოთლები კი ასე შეინახეთ: საჭიროა ერთდროულად ყველა ფოთლის გარეცხვა, გამოშრობა და სუფთა თოფრაკში ჩაწყობა. ამასთანავე, ეცადეთ, არ დააზიანოთ.

ნეგო (უკვდავა) ჩინებული ნაღველმდენია

ბავშვობიდან მაწუხებდა ნაღვლის ბუშტი. საკმარისი იყო, მსუქანი ხორცი ან ნიგვზიანი კერძი მეჭამა, რომ შეტევა მეწყებოდა. ექოსკოპიაზე მითხრეს, კენჭი არ გაქვს, უბრალოდ, ნაღველს უჭირს გადინება და ამიტომ ნაღველმდენები უნდა სვაო. ქიმიურ წამლებს მცენარეული მირჩევნია, ამიტომ წიგნებში დავიწყე ძებნა და აღმოვაჩინე, რომ უკვდავას (ნეგო) ჰქონია ნაღველმდენი თვისებები. წიგნში ეწერა, თუ მას სამყურასთან, პიტნასა და ქინძის თესლთან ერთად გამოიყენებთ, უკეთეს შედეგს მიიღებთო. ვცადე, მოვამზადე აღწერილი რეცეპტით ნაყენი, ვსვი 2 კვირა და არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე, ახლა წელიწადში 4-ჯერ პროფილაქტიკისთვის ვიტარებ 2-2-კვირიან კურსს. მინდა თქვენც გასწავლოთ ეს რეცეპტი, დარწმუნებული ვარ, ბევრს გამოადგება.

  • აიღეთ: 3,0 გ ნეგოს ყვავილი; 3,0 გ სამყურას ფოთოლი; 2,0 გ პიტნის ფოთოლი; 2,0 გ ქინძის თესლი. 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურულ ჭურჭელში 20 წუთი გააჩერეთ, შემდეგ გაფილტრეთ, გააგრილეთ და დალიეთ თბილ-თბილი, 1/2-1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

რადიკულიტის დროს ძმრიანი თაფლი გამოიყენეთ

ხშირად მაწუხებდა რადიკულიტი. რას არ ვიკეთებდი - ნემსებს, სანთლებს, ფიზიოპროცედურებს, ვსვამდი აბებსაც. მეტ-ნაკლებად ყველაფერი მშველოდა, მაგრამ ყველაზე ეფექტიანი შინაური წამალი აღმოჩნდა. ახლა, როგორც კი წელი წამომტკივდება, ამ წამალს ვიყენებ და მალევე მშველის. ის მარტივი მოსამზადებელია და ძვირიც არ დაგიჯდებათ:

  • აურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი ძმარი, წაუსვით კომბოსტოს ფურცელს და დაიმაგრეთ მტკივან ადგილას. ტკივილი მალე დაგიამდებათ.

ფეხების ოფლიანობა

ვისაც ფეხების ოფლიანობა აწუხებს, მინდა თქვენი ჟურნალის საშუალებით ერთი კარგი საშუალება ვასწავლო:

  • ძლიერი ოფლიანობის დროს ფეხებზე დაიყარეთ წვრილად დანაყილი მუხის ქერქი, ამოიცვით წინდა და მთელი ღამით გაიჩერეთ. დილით დაიბანეთ თბილი წყლით.

დამწვრობის ხალხური წამალი

არ დამავიწყდება სიმწარე, რაც მე და ჩემმა შვილმა გადავიტანეთ... ისეთი პატარა იყო, რომ მაგიდას ვერც კი სწვდებოდა. ერთ დღეს დედაჩემმა ქაფქაფა რძით სავსე ფინჯანი მაგიდის კიდეზე დადგა და რაღაცისთვის მეორე ოთახში გავიდა. თურმე ჩემი პაწია გოგონა იქვე თამაშობდა. ალბათ წყალი მოსწყურდა - ჭიქას მისწვდა და ადუღებული რძე ტანსა და სახეზე გადაისხა. მისი კივილი მთელ სახლს აზანზარებდა. ღმერთმა უშველოს ჩემს მეზობელს, ის რომ არა, დაბნეულობისა და შიშისაგან ალბათ გული წამივიდოდა. მან ბავშვს მაშინვე გახადა დაფუფქული ტანსაცმელი, გრილი გამდინარე წყალი გადაავლო და რაღაც მალამო შეაზილა. მერე ამ მალამოს რეცეპტიც მასწავლა და სხვა საშუალებებისაც. მინდა, ჩემი მხრივ, ეს მეთოდები თქვენს მკითხველს გავაცნო:

  • გაფცქვენით უმი კარტოფილი, გახეხეთ, დააფინეთ დოლბანდზე, დაადეთ დამწვარ ადგილას და გადაახვიეთ. როგორც კი საფენი გაცხელდება, გამოცვალეთ.
  • 50 გ მრავალძარღვა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, გულდასმით მოურიეთ და დაამატეთ ერთი კვერცხის ცილა. დაადეთ მტკივან ადგილას.
  • უმარილო ძროხის ქონს შეურიეთ 4 ცალი ახალი კვერცხი. ეს ნარევი დააფინეთ დამწვარ ადგილას და გადაახვიეთ. როდესაც მალამო გაშრება, გამოცვალეთ. მალამო კურნავს დიდ დამწვრობასაც.
  • დამწვრობის დროს სასარგებლოა გოგრის წვენის საფენები.
  • ერთმანეთში აურიეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, 2 ს/კ არაჟანი და 1 ცალი კვერცხის გული. ეს ყველაფერი კარგად ათქვიფეთ, სქლად წაუსვით დამწვარზე და შეიხვიეთ. სახვევი გამოიცვალეთ დღეში ერთხელ.

დაახლოებით 10 წელია, ქრონიკული სურდო მაწუხებს. თავის ტკივილებიც დამჩემდა. რა არ ვცადე, რით არ ვიმკურნალე - ვერა და ვერ გამოვკეთდი, სანამ არ მივაგენი ერთ უმარტივეს, მაგრამ ძალიან ეფექტურ რეცეპტს. მისი გამოყენება ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია. თუ გაცივდით, მენთოლის ზეთი გამოიყენეთ. ის შესანიშნავი სადეზინფექციო საშუალებაა და ძალიან უხდება სურდოს.


სურდოს და თავის ტკივილს უხდება

  • აიღეთ მენთოლის ზეთი (2 ან 4-პროცენტიანი - იყიდება აფთიაქებში), ძილის წინ ნესტოები ამ ზეთით დაიზილეთ. გარდა ამისა, 2-3 წვეთი ჩაიწვეთეთ ორივე ნესტოში.

გაითვალისწინეთ: არ შეიძლება მენთოლის ზეთის გამოყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. გაციების დროს, როდესაც თავის ტკივილი მოსვენებას არ გაძლევთ, მენთოლის ზეთით დაიზილეთ შუბლი, საფეთქლები, თხემი.

თუ ზაფხულის სიცხეს ვერ იტანთ, შეგიძლიათ სხეულის ღია ნაწილები, განსაკუთრებით - სახე, დაიზილოთ ვაზელინში არეული მენთოლის ზეთით (1:1).

კბილის ტკივილს დაგიცხრობთ

რაც თავი მახსოვს, სულ კბილებს ვმკურნალობ. ჯერ დედაჩემს დავყავდი სტომატოლოგთან, მერე უკვე საკუთარი ნებით გავდიოდი ამ უსიამოვნო პროცედურებს... რაღა ბევრი გავაგრძელო და დავიტანჯე კაცი, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ცოდნაც დამიგროვდა. მინდა, ის სხვებსაც გავუზიარო:

  • კბილის ტკივილს სწრაფად აცხრობს გამხმარი მუხის ქერქის ნახარშის პირში ჩაგუბება. ღრძილების ტკივილის დროს ხომ პირდაპირ მისწრებაა. კარგი იქნება, თუ ცოტა ბერთოლეს მარილსაც შეურევთ.
  • ღრძილების ტკივილს ასევე უხდება მასაჟი - მტკივანი ადგილის ზელა და სრესა. თუ პირში გამოივლებთ თბილ მარილწყალს, ტკივილი მალე დაცხრება.
  • მტკივან, გამოხრულ კბილში ჩაიდეთ დინდგელის ბურთულა. შესაძლოა, ის კბილი აღარასოდეს აგტკივდეთ.

ჭინჭრის ფესვების ნაყენი

წლების განმავლობაში ფეხები ჩემი ყველაზე სუსტი წერტილი იყო. კოჟრებს რა არ ვუყავი, მაგრამ ვერაფრით მოვიცილე. ერთს მოვიჭრიდი - ახალი მიჩნდებოდა. ჩემი გასაჭირი მეზობელმა შეიტყო თუ არა, მაშინვე დედამისის რეცეპტი მომცა, რომელმაც მართლა მიშველა და მინდა, თქვენც გაგიზიაროთ.

აიღეთ ჭინჭრის 1 კგ გამომშრალი ფესვი, დააქუცმაცეთ, დაასხით 2 ლიტრი ადუღებული წყალი. მიღებული ნარევის ცხელ ორთქლზე ფეხები ნახევარი საათის განმავლობაში დაიორთქლეთ, შემდეგ გაიკეთეთ ფეხების აბაზანა. ამისთვის დიდი ტაშტი გაავსეთ ცხელი ანადუღარი წყლით, დაუმატეთ 2 ჭიქა ნაყენი და ფეხები დაახლოებით 30 წუთით ჩაყავით. აბაზანა ძალიან თბილი უნდა იყოს, მაგრამ არა ცხელი. ნახევარი საათის შემდეგ ფეხები ამოიღეთ, არ გაიმშრალოთ, შეიხვიეთ თბილად, ჩაწექით საწოლში და კარგად ჩათბით. ტაშტში ჩარჩენილი წყალი არ გადაღვაროთ - მეორე დღეს მტკივან ადგილებზე კომპრესები გაიკეთეთ:

  • აიღეთ სქელი პირსახოცი, ერთი ნახევარი ამ ნაყენში დაასველეთ, შემოიხვიეთ მტკივან ფეხზე, ზევიდან კი თბილი გადასაფარებელი დაიდეთ. დარჩით ასე დაახლოებით 3 საათით. ამის შემდეგ კომპრესი ფრთხილად მოხსენით. ძილის წინ კვლავ მიიღეთ ძალიან თბილი აბაზანა.

ჭინჭარს სხვა არაჩვეულებრივი თვისებებიც აქვს: მას წარმატებით იყენებენ სკლეროზის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, დაძაბუნების დროსაც.

  • აიღეთ 200 გრამი ჭინჭარი, დაასხით 0,5 ლიტრი არაყი ან 70%-იანი სპირტი. თავი დოლბანდით ან ნაჭრით მოუკარით. პირველი დღე-ღამე გააჩერეთ ფანჯრის რაფაზე, დანარჩენი 8 დღის განმავლობაში - გრილ, ბნელ ადგილას. ამის შემდეგ სპირტხსნარი გადაწურეთ და მუქ მინის ჭურჭელში ჩაასხით. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე და ღამით, ძილის წინ, სანამ არ გათავდება. დაინახავთ, რა მხნედ და ჯანმრთელად იგრძნობთ თავს.

ჰაიმორიტმა რომ არ შეგაწუხოთ

წლების განმავლობაში ყოველი გაციების დროს შუბლისა და თვალბუდის მიდამოში აუტანელი ტკივილი მეწყებოდა. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ იმ დღეებში პრაქტიკულად მოწყვეტილი ვიყავი ყოველგვარ საქმიანობას, ვიწექი და ბალიშიდან თავის წამოწევაც კი არ შემეძლო. ერთ მშვენიერ დღეს ეს ამბავი ჩემმა დედამთილმა გაიგო და სკივრიდან დედამისისა თუ ბებიამისის ნაქონი კარაბადინი ამოიღო. იმედი უკვე გადაწურული მქონდა, მაგრამ დედამთილს ხათრი ვერ გავუტეხე და მის მიერ შერჩეული მეთოდით მკურნალობა ვცადე. ჰოი, საოცრებავ - მომიხდა და თქვენ წარმოიდგინეთ, კარგა ხანია, ტკივილს თავი აღარც შეუხსენებია. აი ეს მეთოდიც:

  • აკაციის პარკებიდან გადმოყარეთ თესლი, გაახმეთ ეს პარკები, დაფქვით და ბურნუთივით იყნოსეთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ, მწიკვი ფხვნილი გახსნათ პენიცილინის ხსნარში და ორივე ნესტოში ჩაიწვეთოთ - დღეში ერთხელ, მხოლოდ ერთი წვეთი, ვინაიდან ძალზე მტკივნეულია. დაცემინების შედეგად შუბლის არე დაგროვილი ჩირქისგან თავისუფლდება.
  • ამასთანავე, საღამოობით ისუნთქეთ ცხელი ორთქლით, გამოირეცხეთ ცხვირი მარილიანი წყლით ან გულყვითელასა და გვირილის სუსტი ნახარშით.
  • ჰაიმორიტის დროს ცხვირს, შუბლსა და თავს ზომიერი სითბო სჭირდება, ამიტომ შარფი არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ ღამითაც მოიხვიეთ.