პოლიკისტოზთან ბრძოლაში მარმუჭი დაგეხმარებათ
სამკურნალოდ აუცილებელია ახალი მცენარის გამოყენება:
- აიღეთ 100 გრამი დაქუცმაცებული ახალი ბალახი და დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, დადგით 4 საათი, გადაწურვის შემდგომ დაუმატეთ გემოვნების მიხედვით ნატურალური თაფლი და დალიეთ მეოთხედი ჭიქა 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი სამი კვირაა. 10-დღიანი შესვენების შემდეგ მკურნალობის კურსი კიდევ ერთხელ უნდა გაიმეოროთ. აუცილებელია მის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ თქვენს მკურნალ ექიმთან.
მკურნალობის პერიოდში კვების რაციონი უნდა გაამდიდროთ ბროკოლით, ეს კომბოსტოს ნაირსახეობაა, რომელსაც ახალწარმონაქმნების წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა შეუძლია, ის მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს ინდანოლ-3-კარბინოლს, ნივთიერებას, რომელიც ამარცხებს ესტროგენდამოკიდებულ სიმსივნურ უჯრედებს, ჯანმრთელებს კი არას ერჩის.
რუსუდან ქირია, ბოლნისი