კუჭის წყლულს ასფურცელა ახორცებს
- 1 სადილის კოვზ მცენარის ყვავილებს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი, გააცივეთ და დალიეთ 50 მლ 2-3-ჯერ დღეში. ასფურცელაში არსებული მწებავი ნივთიერებები ამცირებენ ანთებას და ანადგურებენ კუჭში არსებულ მიკრობებს, თუმცა მისი დალევა არ შეიძლება 2 კვირაზე მეტხანს, რადგანაც ის ტოქსიკური მცენარეა. ორსულებს და მცირე ასაკის ბავშვებს ასფურცელას ნაყენის მიღება ეკრძალებათ. კუჭის წყლულით გამოწვეულ ტკივილებს შველის სელის თესლის ნახარშიც.
- მოხარშეთ სელის თესლი წყალში სქელი ნახარშის წარმოქმნამდე და დალიეთ ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში 5-7-ჯერ, ჭამის რეჟიმის მიუხედავად.
ტკივილმა შესაძლოა 2-3 მიღების შემდეგ გაიაროს, მაგრამ მაინც არ შეჩერდეთ და გააგრძელეთ მისი მიღება კიდევ 4-5 დღე, რათა ტკივილები აღარ განმეორდეს.
ნუცა ლ. რუსთავი