სურდოს დროს გვირილის ნაყენი გამოიყენეთ
- ინჰალაციები კეთდება ჭამამდე 0,5 საათით ადრე ან 1 საათის შემდეგ. გვირილის 2 პაკეტს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ადუღეთ 5 წუთის განმავლობაში. გაიკეთეთ ამ ორთქლით ინჰალაცია 5-10 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ საჭიროა 2 საათის განმავლობაში თბილ ადგილას ყოფნა, მოერიდეთ გარეთ გასვლას.
ინჰალაციები უკუნაჩვენებია სხეულის მაღალი ტემპერატურის, არტერიული ჰიპერტენზიის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის უკმარისობის, ფილტვის პათოლოგიისა და ცხვირიდან სისხლდენისკენ მიდრეკილების დროს.
მაია ურუშაძე, ოზურგეთი