ალოე კისტის მკურნალია
2 წელი რომ გავიდა და ციკლი კვლავ არეული მქონდა, მივმართეთ ექიმს, ამას თან ემატებოდა გაუსაძლისი მუცლის ტკივილი, რომელიც ყოველი კრიტიკული დღეების განმავლობაში მტანჯავდა, ზოგჯერ ტკივილი ისეთი ძლიერი იყო, სასწრაფო დახმარების ბრიგადასაც კი ვიძახებდით.
პირველი ვიზიტისას ექოსკოპიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ორივე საკვერცხეზე რამდენიმე კისტოზური წარმონაქმნი მქონდა. შემდგომი მონიტორინგისას კი დადგინდა, რომ ეს ფოლიკულური კისტები იყო, რომლებიც ჩნდებოდა, შემდეგ თავისით ქრებოდა, მაგრამ შემდეგ ისევ ჩნდებოდა.
მკურნალობა ჩავიტარე და ციკლი მომიწესრიგდა, მაგრამ ფოლიკულური კისტები მაინც ჩნდებოდა, ბოლოს, ერთი ექიმის რჩევით, ალოესგან დამზადებული ხალხური წამალი მივიღე და პრობლემაც მოგვარდა.
წამლის დამზადება არც ისე რთულია, ამისათვის დაგჭირდებათ:
- 1 კგ ალოე, სასურველია 3 წელზე მეტი ხნის, რომელიც უნდა გარეცხოთ, გააშროთ, ეკლები მოაჭრათ და წვრილად დაჭრათ. დაჭრილი ალოე ჩაჭყლიტეთ, მინის ჭურჭელში მოათავსეთ და დააყარეთ 1 კგ შაქარი. მიღებული მასა უნდა შედგათ მაცივარში და გააჩეროთ 6 დღე-ღამე, თან დღეში 3-ჯერ უნდა მოურიოთ. 6 დღის შემდეგ დაიწყეთ მისი მიღება: 3 სადილის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 2 საათით ადრე.
ნინო ღ. გორი
ასევე წაიკითხეთ:
ალოე განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული, სადაც კი მისი ზრდა-განვითარებისა და გამრავლებისთვის ხელსაყრელი კლიმატური პირობებია. ალოეს ერთ-ერთი სახეობა სახლის პირობებშიც შესანიშნავად ხარობს, ისე, რომ მისი განსაკუთრებული თვისებები არ სუსტდება. ნამდვილი ალოე - ალოე ვერაა. ალოეს ფოთლები შეიცავს A B ალოიზიდებს, ალოიზინებს, ალოენინს, ემოდინს, ალოინს (ბარბალოინს) სხვადასხვა თანაფარდობით. მეცნიერთა მიერ გამოკვლეული და შესწავლილია ალოეს შემადგენლობაში შემავალი 20-მდე მნიშვნელოვანი და მეტად ღირებული კომპონენტი. მათ შორის - განსაკუთრებული ნივთიერებები, ე.წ. სტიმულატორები, რომლებიც ჩვენი სხეულის უჯრედებს ფუნქციობას აიძულებს. იმ უჯრედებსაც კი, რომლებიც მწყობრიდანაა გამოსული და რომლებმაც ნორმალურ ფუნქციობაზე უარი განაცხადეს.
სამკურნალო თვისებები და ეფექტები
ალოეს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მკვლევარი-გერონტოლოგები, რომლებიც დაბერების პროცესებისა და ახალგაზრდობის შენარჩუნება-გახანგრძლივების საკითხთა შესწავლით არიან დაკავებულნი. ალოეს ძალიან ძლიერი ეფექტი აქვს არა მხოლოდ ორგანიზმის ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების, არამედ შრომისუნარიანობის ამაღლებისა და რეპროდუქციული ფუნქციის გაუმჯობესება-შენარჩუნების თვალსაზრისითაც. ალოე ებრძვის ნევრასთენიას, უძილობას, ხსნის სტრესს. ასაკოვანი ადამიანები ალოეს წყალობით ძალთა მოზღვავებას და შრომისუნარიანობის გაუმჯობესებას გრძნობენ. ზოგადად, ალოე ასტიმულირებს ორგანიზმის იმ ფუნქციებს, რომლებიც განლეულია. განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს ის ნერვულ სისტემაზე, აღადგენს ზურგისა და თავის ტვინის ყველაზე ძლიერ დასუსტებული ნაწილების ფუნქციას, კარგ ეფექტს იძლევა პარალიზური იშიასის დროს. ალოე ძლიერი ბიოგენური სტიმულატორია, ხელს უწყობს კანისა და, საზოგადოდ, ქსოვილების აღდგენა-განახლებას ძლიერი დამწვრობის, ეგზემის, წყლულოვანი პათოლოგიის დროს. ალოესგან მზადდება პრეპარატი კარიზინი, რომელიც მნიშვნელოვნად ასტიმულირებს იმუნურ სისტემას.
ალოე საუკეთესო მკურნალია
ძლიერი მადეზინფიცირებელი და აღმდგენი ეფექტის გამო ალოეს ფოთლებს მოჭრისთანავე იყენებენ ხოლმე ჩირქის გამოსადევნად, ჭრილობის შეხორცების დასაჩქარებლად და სხვა მიზნით, თუმცა სამკურნალოდ გამოსაყენებელი მცენარეული ნედლეული უმჯობესია შემოდგომით შეგროვდეს. მოჭრილი ფოთლები ცივი წყლით უნდა გარეცხოთ და სიბნელეში შეინახოთ 6-8 გრადუს ტემპერატურაზე 15 დღით. ასეთ პირობებში მცენარის ბიოგენური სტიმულატორები აქტიურდება. ალოეს ფოთლები შეგიძლიათ გაახმოთ. სამკურნალო თვისებებს მცენარე დიდხანს, 1,5-2 წლის განმავლობაში ინარჩუნებს. განაგრძეთ კითხვა