გაზაფხულზე ანემია ნუ შეგაშინებთ
მას შემდეგ, რაც ღორის ქონისგან დამზადებული წამლის შესახებ გავიგე, მსგავსი სიმპტომები აღარ მაშინებს, თებერვლის ბოლოდანვე ვიჭერ თადარიგს და ყველაფერი მშვენივრად მაქვს:
- აიღეთ თანაბარი რაოდენობით – დაახლოებით 200-200 გრამი კაკაოს ფხვნილი, ღორის მუცლის ქონი და გაადნეთ დაბალ ცეცხლზე, განუწყვეტლივ ურიეთ, რათა არ მიიწვას მანამ, ვიდრე არ ადუღდება. შემდეგ გადადგით და გააცივეთ. ამის შემდეგ მოათავსეთ მინის ქილაში და შეინახეთ გრილ ადგილას. დღეში 3-4-ჯერ თითო ჩაის კოვზი გახსენით 1 ჩაის ჭიქა ძალიან ცხელ რძეში და ისე დალიეთ.
კარგია, თუ ამ წამლის მიღების პარალელურად რაციონს ხილითა და ბოსტნეულითაც გაამდიდრებთ, სასურველ შედეგს გაცილებით ადრე მიიღებთ.
ცირა ჭ. თბილისი