დაცალეთ ორგანიზმი წიდებისგან

აუცილებელია ყოველივეს რეგულარული შესრულება, რათა ე.წ. თავისუფალმა რადიკალებმა სხვადასხვა დაავადების პროვოცირება ვეღარ შეძლონ.
ამისთვის კი:
- 1 სადილის კოვზ დიდგულას ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. 2 საათი შეფუთეთ და შემდეგ გაწურეთ. ნაყენი გაყავით 3 ნაწილად და დღეში მიიღეთ თითო ნაწილი 3-ჯერადად. მეორე დღეს იგივე წამალი დაამზადეთ და ანალოგიურად მიიღეთ. მკურნალობის კურსი ერთი კვირაა.
წიდების გამოდევნას ასეც შეძლებთ:
- აიღეთ 1 ჩაის ჭიქა თაფლი, 1 ჩაის ჭიქა ვაშლის ძმარი და 1 საშუალო ზომის ნიორი. ნიორი გახეხეთ სახეხზე და შეურიეთ ძმარსა და თაფლს. ნარევი მოათავსეთ ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და დადგით მაცივარში არანაკლებ 5 დღე-ღამისა. მეექვსე დღეს წამალი მზადაა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მიღების წესი: 1-2 ჩაის კოვზი ნარევი გააზავეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში ან წვენში და დალიეთ საუზმის წინ. მკურნალობის კურსი განაგრძეთ სითხის დამთავრებამდე.
ამგვარი გაწმენდითი სამუშაოები შეგიძლიათ ჩაიტაროთ წელიწადში ერთხელ.
ზურა ჭანტურია, აბაშა