/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სამკურნალო წერილები

სამკურნალო წერილები
ხალხური მედიცინა არის ხალხის მიერ დაგროვილი და თაობიდან თაობას გადაცემული ემპირიული ცოდნის კომპლექსი, რომელიც გამოიყენება დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. ხალხური მედიცინის ის ზოგიერთი მეთოდი, რომელთა ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებულია, შეიძლება გამოყენებულ იქნას თანამედროვე მედიცინის მიერაც. ხალხური მედიცინა სამკურნალო მცენარეებით და სხვა ბუნებრივი საშუალებებით მკურნალობას გულისხმობს. ჩვენც პერიოდულად შემოგთავაზებთ ამ რეცეპტებს.

ინსულტის ნარჩენი მოვლენების დროს

ჩემმა ქმარმა რამდენიმე წლის წინ ინსულტი გადაიტანა. თერაპიული მკურნალობის შემდეგ თავს გაცილებით უკეთ გრძნობდა, მაგრამ ინსულტის ნარჩენი მოვლენები მაინც აწუხებდა: ცუდად ხმარობდა, ბოლომდე ვერ იმორჩილებდა მარცხენა ხელ-ფეხს. გავიკითხ-გამოვიკითხე და მირჩიეს წიწვოვანი მცენარეების აბაზანები, რომელთა მიღებაც აუცილებელია ყოველ მეორე დღეს, ერთი თვის განმავლობაში. შედეგიანი აღმოჩნდა პარალიზებული ნაწილების დაფნის ზეთით დაზელაც.

  • დაფნის ზეთის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 30 გრამი დაფნის ფოთოლი და დააქუცმაცოთ, დაასხათ 1 ჭიქა მცენარეული ზეთი და დადგათ სიბნელეში. ყოველდღე კარგად შეანჯღრიოთ. დაახლოებით 2 თვე უნდა იდგეს. შემდეგ გადაწურეთ, ერთი წამოადუღეთ და მზად არის. შეაზილეთ ავადმყოფს დაზიანებულ კიდურებზე.

ინსულტის ნარჩენი მოვლენების ასალაგებლად კარგია, თუ ადამიანი ყოველ დილა-საღამოს შეჭამს ერთ კბილ ნიორს და დააყოლებს ერთ ჩაის კოვზ თაფლს.

პარალიზებულებისთვის ასევე კარგია მწვანე ჩაი, მაგრამ მისი მიღება უნდა მოხდეს აუცილებლად არტერიული წნევის კონტროლით.

როგორ დავაღწიოთ თავი შაკიკს

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

წლობით ვიტანჯებოდი თავის ტკივილებით. ვინ მოთვლის, რამდენი აბი გადამიყლაპავს და ინექცია გამიკეთებია, მაგრამ შაკიკს თავი ვერ დავაღწიე. ხალხური მედიცინა შაკიკის საწინააღმდეგოდ უამრავ საშუალებას გვთავაზობს. ცხადია, ყველას ვერ გამოვცდიდი. ერთი კვალიფიციური ფიტოთერაპევტის რეკომენდაციით, რამდენიმე რეცეპტზე შევჩერდი:

  • შეტევის დროს უნდა აიღოთ 1 საჩაროზე კოვზი ბაღის პიტნა და დაასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩეროთ 20-30 წუთი, გაწუროთ და ჩაისავით დალიოთ.
  • აიღეთ 150 გრამი წვრილად გახეხილი პირშუშხა, დაამატეთ 0,5 კგ ქერქიანად დაჭრილი, კურკაგამოცლილი ფორთოხალი, 300 გრამი შაქარი და აურიეთ. დაასხით ამ ნარევს 1 ლ წითელი მშრალი ღვინო და თავდახურული ჭურჭლით ორთქლის აბაზანაში 1 საათის განმავლობაში ადუღეთ. რომ გაცივდება, გაწურეთ. ჩენჩოც კარგად გამოწურეთ. გამონაწური შეგიძლიათ გადაყაროთ, წვენი კი მომინანქრებულ ჭურჭელში გადაასხით და მიიღეთ მესამედი ჭიქა ჭამიდან 2 საათის შემდეგ.
  • თავის ტკივილებს, მათ შორის - შაკიკით გამოწვეულსაც, კარგად აამებს მწვანე ჩაი, რომელიც შაქრის ნაცვლად ასკილის ვაჟინით უნდა დაატკბოთ.
  • შაკიკს უხდება თაფლისა და ვაშლის ძმრის ნარევიც: აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზი და ყოველდღე, ჭამის დროს, მიირთვით.

წყლულოვანი კოლიტის სამკურნალო მცენარეები

ჩემს ვაჟს წყლულოვანი კოლიტი აქვს. ყველა რეკომენდაციასა და რჩევას ზედმიწევნით ასრულებს, მუდმივად დიეტაზეა. ერთხანს თითქოს უკეთესობას იგრძნობს, მერე კი კვლავ გაუარესება იწყება. დავიღალეთ ამდენი წამლების ჯერ შეძენით და შემდეგ - მიღებით. დავინტერესდი, ფიტოთერაპიაში თუ არსებობდა ამ დაავადების საწინააღმდეგო რეცეპტები და აღმოვაჩინე, რომ წყლულოვანი კოლიტით დაავადებულებმა ყოველდღე უნდა მიიღონ კომბოსტოს ახალგამოწურული წვენი, გოგრა, თაფლი, პიტნა და საზამთროს ქერქის ფხვნილი. რამდენიმე მცენარეულ რეცეპტსაც წავაწყდი და წარმატებით ვიყენებ.

  • აიღეთ თითო ჩაის კოვზი დაფქული გვირილა, სალბი და ასისთავა, აურიეთ ერთმანეთში და დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. დადგით დაახლოებით 1 საათით, გაწურეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ოდნავ უკეთესობას რომ შეატყობთ, შეგიძლიათ შუალედები ცოტა გაზარდოთ და ნახარში დღეში 3-ჯერ მიიღოთ.
  • წყლულოვანი კოლიტისთვის დამახასიათებელ ნაწლავის ტკივილებს კარგად უმკლავდება ასეთი ნაკრებიც: კრაზანა - 100 გრამი, თალგამი - 100 გრამი, მინდვრის პიტნა - 400 გრამი. ყველაფერი - გამომშრალი. დააქუცმაცეთ და აურიეთ ერთმანეთში, 1 სადილის კოვზს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 1 საათით დადგით, გადაწურეთ და მიიღეთ მესამედი დღეში 3-ჯერ.
  • თუ ამ საშუალებას 150 გრამ ჩაის (მნიშვნელობა არ აქვს, მწვანესა თუ შავს) დაამატებთ, თირკმელებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის გამწმენდ საშუალებას მიიღებთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად
გასტრიტის დროს ეფექტური უძველესი ხალხური საშუალება - გოგრის ფაფაა
გასტრიტის დროს ეფექტური უძველესი ხალხური საშუალება - გოგრის ფაფაა
მაწუხებს გასტრიტი და მაქვს კუჭის მაღალი მჟავიანობაც.
სრულად
ნერვებს ასეც მარტივად დაიმშვიდებთ
ნერვებს ასეც მარტივად დაიმშვიდებთ
ეს ნაყენი არეგულირებს გულისცემას და აწყნარებს გაღიზიანებულ ნერვებს:
სრულად
უკანა ტანის ნახეთქებს ამ ოყნის საშუალებით გაუმკლავდებით
უკანა ტანის ნახეთქებს ამ ოყნის საშუალებით გაუმკლავდებით
ხშირი ყაბზობის შედეგად, როდესაც განავალი ძალიან მკვრივდება და რთული ხდება კუჭში გასვლა, ზიანდება სწორი ნაწლავი და როგორც ექიმმა მითხრა,
სრულად
პირშუშხა ტკივილს აბებზე უკეთ დაგიამებთ
პირშუშხა ტკივილს აბებზე უკეთ დაგიამებთ
უკვე წლებია, რაც ქრონიკული ართრიტი მაწუხებს. გაზაფხულსა და შემოდგომით რამდენჯერმე ჩავიტარე სერიული მკურნალობის კურსი, როცა სახსრები ყველაზე მეტად მაწუხებდა.
სრულად
ქოლესტერინს კისერს ლიმონი მოუგრეხს
ქოლესტერინს კისერს ლიმონი მოუგრეხს
მინდა, გაგაცნოთ საინტერესო და ძალიან სასარგებლო რეცეპტი, რომლის დახმარებითაც მშვენივრად რეგულირდება სისხლში ქოლესტერინის დონე:
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : რჩევები

-ეს ექომები ზოგინიმას ალბიბს ზოჰინამას ვერ ვიჰებ რაინდა ვეამო ცზიმი მე სხვა ცხიმი არმიყვარს გული მერევა ამოტომ მზესუმზირის ზეთის გარდა ვეტ ვჭამ ვერაფწრს დანიმასაცნუკად ვასხავ ოლეიმას უივე მოხარშულნწიწიბურაში ან კარტოფილზე ნსხვარაკეს არვჭამ.იშვიათად 1სიფრია კობზი ლობიო დანიმასაც უკად ვასხავ. შემწვარ მოხრაკულსნარაფწრს ვჭამ.თევზი მლაშეანუმარილოც კი მლაშეა და ვერ ვჭამ მე წმევას მოწევს ისე მემლაშება ვერც ხორცეულიბას ვერ ვჭამ გულინმერევა რძის ნაწარმზეც არმიყვარს ზოგა ვწრ ვინელებ .ვერც ვმკურნალობ თავს.ამდენინფულინარარისნრომნძირიანა ჩავუტარო კვლევა როცა გადაადგიკება მოჭირს ტახიკარდიის განომჰოდა ვერ ვუგებ რა ვჭამონრომ ქოლესტერინი არმომემატოს.ერატი ამზეღს ვჭამდი ცხიმისნსახით და ესეც არვარგაო მეიბნებიან ზეითუნის ეთი უნდა ჭამოვი და გული მერევა ვერ ვჭამ სხვაბცხომს.ვერც კვწრცს ვერ ვჭამ მწუენს.ჰოდა ცზიმინრით მივიღონრომ ქოლესტერინი არამეწიოს?რავეამო მირჩიეთ რა.კარაქინერბონქონი თებზი ზეითუნის სიმინდის ზეთი ვერა ვერ ვჭამ.მარტო ოლეიმას ზეთს ვჭამ დღეში დაახლოებით გამომდოს 3სიფრის კობზი.ხან 2

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სამკურნალო წერილები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

ინსულტის ნარჩენი მოვლენების დროს

ჩემმა ქმარმა რამდენიმე წლის წინ ინსულტი გადაიტანა. თერაპიული მკურნალობის შემდეგ თავს გაცილებით უკეთ გრძნობდა, მაგრამ ინსულტის ნარჩენი მოვლენები მაინც აწუხებდა: ცუდად ხმარობდა, ბოლომდე ვერ იმორჩილებდა მარცხენა ხელ-ფეხს. გავიკითხ-გამოვიკითხე და მირჩიეს წიწვოვანი მცენარეების აბაზანები, რომელთა მიღებაც აუცილებელია ყოველ მეორე დღეს, ერთი თვის განმავლობაში. შედეგიანი აღმოჩნდა პარალიზებული ნაწილების დაფნის ზეთით დაზელაც.

  • დაფნის ზეთის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 30 გრამი დაფნის ფოთოლი და დააქუცმაცოთ, დაასხათ 1 ჭიქა მცენარეული ზეთი და დადგათ სიბნელეში. ყოველდღე კარგად შეანჯღრიოთ. დაახლოებით 2 თვე უნდა იდგეს. შემდეგ გადაწურეთ, ერთი წამოადუღეთ და მზად არის. შეაზილეთ ავადმყოფს დაზიანებულ კიდურებზე.

ინსულტის ნარჩენი მოვლენების ასალაგებლად კარგია, თუ ადამიანი ყოველ დილა-საღამოს შეჭამს ერთ კბილ ნიორს და დააყოლებს ერთ ჩაის კოვზ თაფლს.

პარალიზებულებისთვის ასევე კარგია მწვანე ჩაი, მაგრამ მისი მიღება უნდა მოხდეს აუცილებლად არტერიული წნევის კონტროლით.

როგორ დავაღწიოთ თავი შაკიკს

წლობით ვიტანჯებოდი თავის ტკივილებით. ვინ მოთვლის, რამდენი აბი გადამიყლაპავს და ინექცია გამიკეთებია, მაგრამ შაკიკს თავი ვერ დავაღწიე. ხალხური მედიცინა შაკიკის საწინააღმდეგოდ უამრავ საშუალებას გვთავაზობს. ცხადია, ყველას ვერ გამოვცდიდი. ერთი კვალიფიციური ფიტოთერაპევტის რეკომენდაციით, რამდენიმე რეცეპტზე შევჩერდი:

  • შეტევის დროს უნდა აიღოთ 1 საჩაროზე კოვზი ბაღის პიტნა და დაასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი, გააჩეროთ 20-30 წუთი, გაწუროთ და ჩაისავით დალიოთ.
  • აიღეთ 150 გრამი წვრილად გახეხილი პირშუშხა, დაამატეთ 0,5 კგ ქერქიანად დაჭრილი, კურკაგამოცლილი ფორთოხალი, 300 გრამი შაქარი და აურიეთ. დაასხით ამ ნარევს 1 ლ წითელი მშრალი ღვინო და თავდახურული ჭურჭლით ორთქლის აბაზანაში 1 საათის განმავლობაში ადუღეთ. რომ გაცივდება, გაწურეთ. ჩენჩოც კარგად გამოწურეთ. გამონაწური შეგიძლიათ გადაყაროთ, წვენი კი მომინანქრებულ ჭურჭელში გადაასხით და მიიღეთ მესამედი ჭიქა ჭამიდან 2 საათის შემდეგ.
  • თავის ტკივილებს, მათ შორის - შაკიკით გამოწვეულსაც, კარგად აამებს მწვანე ჩაი, რომელიც შაქრის ნაცვლად ასკილის ვაჟინით უნდა დაატკბოთ.
  • შაკიკს უხდება თაფლისა და ვაშლის ძმრის ნარევიც: აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზი და ყოველდღე, ჭამის დროს, მიირთვით.

წყლულოვანი კოლიტის სამკურნალო მცენარეები

ჩემს ვაჟს წყლულოვანი კოლიტი აქვს. ყველა რეკომენდაციასა და რჩევას ზედმიწევნით ასრულებს, მუდმივად დიეტაზეა. ერთხანს თითქოს უკეთესობას იგრძნობს, მერე კი კვლავ გაუარესება იწყება. დავიღალეთ ამდენი წამლების ჯერ შეძენით და შემდეგ - მიღებით. დავინტერესდი, ფიტოთერაპიაში თუ არსებობდა ამ დაავადების საწინააღმდეგო რეცეპტები და აღმოვაჩინე, რომ წყლულოვანი კოლიტით დაავადებულებმა ყოველდღე უნდა მიიღონ კომბოსტოს ახალგამოწურული წვენი, გოგრა, თაფლი, პიტნა და საზამთროს ქერქის ფხვნილი. რამდენიმე მცენარეულ რეცეპტსაც წავაწყდი და წარმატებით ვიყენებ.

  • აიღეთ თითო ჩაის კოვზი დაფქული გვირილა, სალბი და ასისთავა, აურიეთ ერთმანეთში და დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. დადგით დაახლოებით 1 საათით, გაწურეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ოდნავ უკეთესობას რომ შეატყობთ, შეგიძლიათ შუალედები ცოტა გაზარდოთ და ნახარში დღეში 3-ჯერ მიიღოთ.
  • წყლულოვანი კოლიტისთვის დამახასიათებელ ნაწლავის ტკივილებს კარგად უმკლავდება ასეთი ნაკრებიც: კრაზანა - 100 გრამი, თალგამი - 100 გრამი, მინდვრის პიტნა - 400 გრამი. ყველაფერი - გამომშრალი. დააქუცმაცეთ და აურიეთ ერთმანეთში, 1 სადილის კოვზს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, 1 საათით დადგით, გადაწურეთ და მიიღეთ მესამედი დღეში 3-ჯერ.
  • თუ ამ საშუალებას 150 გრამ ჩაის (მნიშვნელობა არ აქვს, მწვანესა თუ შავს) დაამატებთ, თირკმელებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის გამწმენდ საშუალებას მიიღებთ.


ფორთოხლის ქერქის სიკეთე

ბავშვობიდან მახსოვს, რომ ბებიაჩემს კარადაში ყოველთვის ედგა ფორთოხლის ქერქზე დაყენებული არაყი და ხშირად იყენებდა წამლად. ამ ნაყენისა მას ძლიერ სწამდა - ამბობდა, უამრავი დაავადების დროს მოაქვს შვებაო. უპირველეს ყოვლისა, ეს ყოფილა ცხელების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალება გაციების დროს.

  • ნაყენი ასე მზადდება: 100 გრამ გამომშრალ ფორთოხლის ქერქს უნდა დაასხათ 0,5 ლიტრი არაყი და 2 კვირის განმავლობაში დააყენოთ. უნდა მიიღოთ ჩაის კოვზით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე, და დააყოლოთ წყალი.

კარტოფილის წანაზარდები კატარაქტას შველის

ერთი ჩემი მეზობელი ყოველთვის აგროვებს წანაზარდებს, გაღვივებულ კარტოფილს რომ უჩნდება, ახმობს და რევმატიზმის სამკურნალო წამალს ამზადებს. საბედნიეროდ, რევმატიზმი არ მაწუხებს, მაგრამ რამდენიმე ხნის წინათ ექიმებმა კატარაქტის დიაგნოზი დამისვეს. ჩემი გასაჭირი მეზობელს შევჩივლე. და მან მითხრა, კარტოფილის წანაზარდები კატარაქტასაც უხდებაო. მეც აღარ დავაყოვნე და ვსინჯე. რევმატიზმის დროს მტკივანი ადგილები პირდაპირ უნდა დაიზილოთ ამ წანაზარდებით, კატარაქტის შემთხვევაში კი აუცილებელია ნაყენის მომზადება და სმა.

  • კარტოფილის წანაზარდები უნდა გაახმოთ, დააქუცმაცოთ და 1 სადილის კოვზს დაასხათ 200 მლ არაყი. გააჩეროთ 1 კვირა. ნაყენი უნდა მიიღოთ ჩაის კოვზით დღეში 3-4-ჯერ. ის გამოგადგებათ არა მარტო კატარაქტის დროს, არამედ მხედველობის ნებისმიერი სხვა მიზეზით გაუარესების შემთხვევაშიც.

როგორ ავწიოთ სისხლში ჰემოგლობინის დონე

რამდენჯერაც არ ჩავაბარე სისხლის საერთო ანალიზი, იმდენჯერ მითხრეს, ჰემოგლობინის მაჩვენებელი დაქვეითებული გაქვსო. ზოგმა ეს გენეტიკას მიაწერა, ზოგმა კი ჩემი ცხოვრების წესითა და კვების არანორმალური რეჟიმით ახსნა. ბოლოს დაღლილმა ისევ ხალხურ მედიცინას მივმართე და გავარკვიე, რომ ანემიის დროს ძალიან კარგი ყოფილა გაფცქვნილი თხილი და თაფლი.

  • დიდად დამეხმარა ასკილიც. 25 გრამი გამომშრალი ნაყოფი მოხარშეთ და დღეში 3-ჯერ ჩაისავით სვით. გნებავთ დაატკბეთ, გნებავთ უშაქროთ მიირთვით.
  • აი კიდევ ერთი რეცეპტი: აიღეთ 1 ჭიქა შვრია დაასხით 3 ჭიქა წყალი და ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 2-ჯერ.

თმის ცვენას აჩერებს

გვიან გავთხოვდი, ამიტომ გადავწყვიტე, პირველი ბავშვისთვის მეორეც მიმეყოლებინა. ბავშვს ძუძუც ვაწოვე. მეორედ რომ დავორსულდი, თმის ცვენაც მაშინ დამეწყო. ჩვენი ფარმაცევტული ბაზარი გაჯერებულია თმის მოსავლელი საშუალებებით, მაგრამ ამ პერიოდში ქიმიური საშუალებების გამოყენება არ მინდოდა და ისევ ხალხურ რეცეპტებს მივმართე. ამ ნაყენის მომზადება მეგობარმა მასწავლა:

  • ვიღებთ თანაბარი რაოდენობით მუხის ქერქსა და ხახვის ფურცელს, 1 ჩაის ჭიქა ნარევს ვასხამთ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და 1 საათით ვდგამთ. ამ ნაყენს ყოველდღიურად ვიზელთ თმის ძირებში. სულ მალე დაინახავთ, როგორ გაგიჯანსაღდებათ და გაგილამაზდებათ თმა.

თუ წითელი ფერიმჭამელები გაწუხებთ

ჩემს ქალიშვილს გარდატეხის ასაკში კანის პრობლემებმა სიცოცხლე გაუმწარა. რა არ ვცადეთ და ბოლოს ხშირ გამონაყარს ოროვანდის ნიღბით მოვერიეთ:

  • აიღეთ ოროვანდის ფესვები, გათქვიფეთ ისე, რომ მიიღოთ ფაფისებრი მასა, 2 სუფრის კოვზს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი კოსმეტიკური გლიცერინი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 კვერცხის გული. კარგად აურიეთ, წაისვით სახეზე საღამოს და დაიტოვეთ მთელი ღამით. დილას მოიწმინდეთ ლიმონის წვენით და წაისვით დღის კრემი.

ძალიან კარგი იქნება, თუ პარალელურად მიიღებთ ბალახეულ ნაყენს: აიღეთ 2 წილი ბირკავა (ლათ. Agrimonia) და 1 წილი იის ყვავილი, 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 0,5 ლ წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 5 წუთი. დააყენეთ 8 საათით, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 სუფრის კოვზი დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

ბალზამი ფეხებისათვის

ისეთი სამუშაო მაქვს, უმეტესად სიარული და ფეხზე დგომა მიწევს. ბუნებრივია, არც შინ მაკლია საქმე - სამზარეულოსა თუ სააბაზანოში ტრიალი, ამიტომ დღის ბოლოს ძალიან მეღლება ფეხები. ამას ემატება ნახეთქები და კოჟიჟები. მე ამ პრობლემას შინ მომზადებული ბალზამით ვუმკლავდები:

  • აიღეთ 50 გრამი ზეითუნის ზეთი და 5 გრამი ზეთოვანი A ვიტამინი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და ბალზამიც მზადაა. წასმამდე 15-20 წუთის განმავლობაში მიიღეთ ფეხების სოდიანი აბაზანა (1 ჩაის კოვზი სოდა 3 ლიტრ წყალზე). შემდეგ ფეხები ფაქიზად შეიმშრალეთ და ბალზამი წაისვით. ის დაღლილობას მოგიხსნით და დახეთქილ კანს მოაშუშებს.

მოვლილი ხელები და მოწესრიგებული ფრჩხილები ქალის რესპექტაბელურობის ერთ-ერთ ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ საოჯახო საქმეების, სარეცხი და საწმენდი საშუალებების წყალობით კანისა და ფრჩხილების სიჯანსაღის შენარჩუნება ყოველთვის ვერ ხერხდება. მინდა, ჩვენს ქალბატონებს ფრჩხილების დასაცავად რამდენიმე რჩევა მივცე:


მოვუაროთ ფრჩხილებს

  • ფრჩხილები გაიწმინდეთ ლიმონის წვენით. ეს მათ ბრწყინვალებას მიანიჭებს. თუმცა ამ საშუალების ხშირად გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან შესაძლოა ფრჩხილებს ბზარები გაუჩინოს.
  • სუსტი და მტვრევადი ფრჩხილების გასამაგრებლად შეიძლება კვირაში 2-ჯერ გავიკეთოთ ასეთი აბაზანა: მცენარეულ ზეთს დავუმატოთ 3 წვეთი იოდი და 5 წვეთი გლიცერინი.
  • ხელების ოფლიანობისას კარგია მარილიანი ან ძმრიანი წყლის აბაზანები: 1 ჩაის კოვზი სუფრის მარილი ან 1 სუფრის კოვზი ძმარი გავხსნათ 1 ლიტრ წყალში. წყალი უნდა იყოს თბილი. აბაზანის ხანგრძლივობა 5-10 წუთია.

წამალი მამაკაცებისთვის

ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება უფლებას მაძლევს, მამაკაცებს, რომელთაც შარდის შეკავება და საშარდე ორგანოების წვა აწუხებთ, ეს სამკურნალო საშუალება ვურჩიო. ჩემი რჩევით 80-ზე მეტმა ადამიანმა იმკურნალა ზაფრანისა და კაკლის უღლის ნაყენით და განიკურნა.

  • წამალი ასე მზადდება: ჩაის ჭიქაში ვყრით 5 ცალ ზაფრანის ყვავილს და 5 ცალ კაკლის უღელს. ჭიქას ვავსებთ მდუღარე წყლით, ვფუთავთ, ვაჩერებთ 30 წუთს, შემდეგ დოლბანდში ვწურავთ და ვიღებთ 50-50 გრამს დილაობით, უზმოზე, და ძილის წინ, ოდნავ შემთბარს.

ნაყენი მაცივარში არ შედგათ, უბრალოდ, სიგრილეში შეინახეთ. მკურნალობის პერიოდში არ მიეკაროთ სპირტიან სასმელებს, ცხარე და მლაშე კერძებს.

ნივრის ნაყენი სისხლძარღვებს უხდება

ბევრი სახალხო მკურნალი მიიჩნევს, რომ სკლეროზისა და სისხლნაკლებობის დროს ნიორზე უკეთესი წამალი არ არსებობს, მაგრამ ყველას როდი შეუძლია მისი ჭამა. ბებიამ, რომელიც ჩვენი სოფლის მკურნალი იყო, ნივრის ასეთი ნაყენის მომზადება მასწავლა:

  • აიღეთ 300 გრამი ნიორი, გაასუფთავეთ და დანაყეთ, დაასხით 1 ლიტრი სუფთა სპირტი და დააყენეთ ბნელ, გრილ ადგილას 3 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ გააზავეთ 20 წვეთი ნახევარ ჭიქა წყალში და მიიღეთ დღეში 3-ჯერ. წყლის მაგივრად შეიძლება რძის გამოყენება.

კლიმაქსს წითელი კუნელი შეგიმსუბუქებთ

რამდენიმე წლის წინ კლიმაქსური მოვლენები დამეწყო. თავდაპირველად ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ თანდათან შევატყვე, რომ ადვილად ვღიზიანდებოდი, გული უმიზეზოდ ამიჩქარდებოდა და ცივი ოფლი მასხამდა ხოლმე. ამას უძილობაც დაერთო. მდგომარეობა საგანგაშო არ იყო, მაგრამ სასიამოვნოსაც ვერ დაარქმევდი. ზაფხულობით მანგლისში ვისვენებ და ხშირად ვაგროვებ სამკურნალო მცენარეებს. მეგობარმა კუნელის ნაყენი მირჩია. მეც დავკრიფე, დავაყენე, მივიღე და შვებაც ვიგრძენი.

  • აიღეთ 1 სუფრის კოვზი წითელი კუნელი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და წამოადუღეთ, 2 საათით დადგით სითბოში და გადაწურეთ. 3-4 ულუფად გაყავით და სვით მთელი დღის განმავლობაში.

ამოსახველებელი ჩაი

ჩემი სუსტი წერტილები წელიწადის გარდამავალ პერიოდში მახსენებს ხოლმე თავს. აგრილდება თუ არა, ვცივდები, ხმა მიმდის, მეწყება ხველა და სურდო. დღეს უამრავ წამალს უკეთებენ რეკლამას, მაგრამ მე შინაურ, მცენარეულ საშუალებებს ვამჯობინებ და გაციების დროსაც მცენარეულ ჩაის ვსვამ.

  • აიღეთ: ალთეს ფესვი - 2 წილი, ვირისტერფა - 2 წილი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 საათით, გადაწურეთ და მიიღეთ თბილ-თბილი, 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ.