დაჟეჟილობისას მდგომარეობას ეს ნარევი შეგიმსუბუქებთ
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- მცენარეული ზეთი, გაგრილებული ადუღებული წყალი და 9%-იანი ძმარი. შეურიეთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები (თითო სუფრის კოვზი) და მიღებულ ნარევში დასველებული რბილი ქსოვილი დაიდეთ დაჟეჟილ ადგილზე. კომპრესზე მოათავსეთ პოლიეთილენი და შეიხვიეთ თბილი შარფით. პროცედურა რამდენჯერმე უნდა გაიმეოროთ, შემდეგ სისხლჩაქცევები უფრო სწრაფად გაივლის და ასეთი ტრავმის შედეგი – შეშუპებაც – გაქრება.
თეა თავართქილაძე, ბათუმი