ჟოლოს ჩაი გაციებისას უებარი საშუალებაა
ამისათვის ძალიან ეფექტურია ჟოლოს ჩაი. ჟოლო შეიცავს ბუნებრივ ასპირინს - სალიცილის მჟავას. მას გააჩნია რბილი მოქმედება და ლოკალური ანთებითი პროცესების განვითარებას ამუხრუჭებს. ჟოლო ბევრ С ვიტამინსაც შეიცავს, რაც ასევე მნიშვნელოვანია გრიპისა და გაციების დროს:
- აიღეთ 100 გრამი ახალი ჟოლო ან ჟოლოს ჩირი, ან 2 ჩაის კოვზი ჟოლოს მურაბა, ან ჟოლოს ფოთლები. დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15-25 წუთი და მიირთვით. არის შესანიშნავი ოფლმდენი და სიცხის დამწევი საშუალება.
რუსუდან უგულავა, ზუგდიდი