დამწვრობას დაფნის ზეთი აშუშებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო წერილები

ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, ნევროზი, ერთი სიტყვით, კლიმაქსი. ვისაც კი ჩემი მდგომარეობა შევჩივლე, ყველამ ჰორმონული პრეპარატების მიღება მირჩია, მაგრამ მათი ძალიან მეშინია, ამიტომ გადავწყვიტე, უფრო მსუბუქი საშუალებები მეპოვა. თანამშრომლის რჩევით, დავიწყე კუნელის ნაყენის სმა და არც მინანია.

  • ნაყენი ასე მზადდება: აიღეთ 1 სუფრის კოვზი წითელი კუნელი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ სითბოში 2 საათის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

თრომბოფლებიტს შეგიმსუბუქებთ

ისეთი სამსახური მაქვს, სულ ფეხზე დგომა მიწევს, ამიტომ, ბუნებრივია, მაწუხებს ვენები, განსაკუთრებით - ზაფხულობით. ამ დროს მდგომარეობას მცენარეული საფენებით ვიმსუბუქებ:

  • აიღეთ აბზინდა - 1 წილი, კალანჰოეს ფოთოლი - 4 წილი, ბარამბოს ფოთოლი - 2 წილი. 2 სუფრის კოვზ ნარევს დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი მაწონი, კარგად აურიეთ და მტკივან ადგილზე დაიდეთ.

თრომბოფლებიტის დროს კარგია მტკივან ფეხზე ოროვანდის, კომბოსტოს, ჭარხლის ახალი ფოთლების დადება, ოციოდე წუთით წამოწოლა და ფეხების მაღლა აწევა.

დახეთქილ ქუსლებს უხდება

ზამთრობით დახეთქილი ქუსლები მაინცდამაინც არ გვაწუხებს (თუ არ გვტკივა), მაგრამ ზაფხულობით, როდესაც ღია ფეხსაცმელზე გადავდივართ, პრობლემა ერთბაშად მწვავდება. მე მას შემდეგი ნარევის საშუალებით ვუმკლავდები:

  • აიღეთ ალოე და 1 კვირით სიგრილეში (უმჯობესია, სარდაფში) დადგით. ოპტიმალურია 5-6 გრადუსი ტემპერატურა. შემდეგ რამდენიმე ფოთოლი მოაჭერით, კარგად გაწმინდეთ პირსახოცით, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გამოწურეთ. გამონაწურს შეურიეთ 3 წილი თაფლი, წაუსვით დოლბანდზე და დახეთქილ ქუსლებზე დაიდეთ. შეიძლება, მთელი ღამის განმავლობაშიც დაიტოვოთ. დილით კი გარქოვანებული ადგილები მოიშორეთ, მიიღეთ ფეხის აბაზანა და წაისვით კრემი.

უძილობის დროს მიიღეთ

ძილის მნიშვნელობას მაშინ მივხვდი, როდესაც უძილობა დამჩემდა. მიჭირდა ჩაძინება, ძილიც ფხიზელი მქონდა და ღამეში ზოგჯერ რამდენიმეჯერ მეღვიძებოდა. მეორე დღეს გამოუძინებელი და გაბრუებული ვარ. მეგობარმა მირჩია ხალხური, უვნებელი საშუალება - კამის თესლისა და პორტვეინის ნახარში. ვცადე და კმაყოფილი დავრჩი. წამალი ასე მზადდება:

  • აიღეთ 50 გრამი კამის თესლი, დაასხით 0,5 ლიტრი პორტვეინი, დადგით ნელ ცეცხლზე და 15-20 წუთის განმავლობაში ადუღეთ. გადმოდგით, შეფუთეთ, 1 საათით გააჩერეთ, გადაწურეთ და დარჩენილი ნალექიც გამოწურეთ. მიიღეთ 50-60 გრამი ძილის წინ.

თუ ფრჩხილის სოკო დაგემართათ

თავდაპირველად ეს დაავადება არავითარ უსიამოვნო შეგრძნებას არ იწვევს. მერე და მერე ფრჩხილები სქელდება, ფორმას კარგავს და იფშვნება. შესაძლოა, ფეხსაცმლის ტარება შემაწუხებელიც კი გახდეს. შესახედავადაც ძალიან უსიამოვნოა. მიშვებულ დაავადებას ხანგრძლივი, გულმოდგინე მკურნალობა სჭირდება, სოკოს საწინააღმდეგო წამლები კი დღეს არცთუ ისე იაფია, ამიტომ გადავწყვიტე, ხალხური საშუალებები მეცადა და უკეთესობა მართლაც ვიგრძენი.

  • აიღეთ 100 გრამი კალანჰოე, 30 გრამი ევკალიპტის ზეთი, 10 გრამი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. ეს ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, ხსნარი დადგით გრილ, ბნელ ადგილას 3 დღის განმავლობაში, შემდეგ წაისვით ფრჩხილებზე დღეში 1-ხელ.

მაქვს ბუასილი, ამ დაავადებას კი, მოგეხსენებათ, წვა, ქავილი, აუტანელი ტკივილი და ზოგჯერ სისხლიანი გამონადენიც კი ახასიათებს. ერთხელ ჩემი გასაჭირი მეგობარს შევჩივლე. აღმოჩნდა, რომ მასაც იგივე პრობლემა ჰქონია და მასწავლა ხენდროსა და პიტნის ფოთლების ნახარშის მომზადება, რომელიც შეიძლება დალიოთ კიდეც და ოყნისთვისაც გამოიყენოთ:


ხენდროსა და პიტნის ფოთლების ნახარში ჰემოროის წამალია

  • აიღეთ ხენდროს 1 წილი ფოთოლი და 0,5 წილი პიტნა. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და 30 წუთი გააჩერეთ. გადაწურეთ და ერთ ჯერზე მიიღეთ.

დამწვრობას დაფნის ზეთი აშუშებს

ძალიან მიყვარს გარუჯული კანი და ზაფხულობით აქტიურად ვირუჯები, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტი მომდის, განსაკუთრებით ზღვაზე - მეშინია, რომ გაწვიმდება და მზის აბაზანებს ვეღარ მივიღებ, ამიტომ ვცდილობ, მზიანი დღეები მაქსიმალურად გამოვიყენო. რამდენიმეჯერ კანიც დამწვია, მაგრამ ერთი-ორი გაკვეთილის შემდეგ ჭკუა ვისწავლე და ასეთი შემთხვევისთვის დაფნის ზეთს წინასწარ ვიმარაგებ:

  • აიღეთ 50 გრამი დაფნის ფოთოლი, დააქუცმაცეთ, ჩაყარეთ ქილაში და დაასხით 200 მლ მზესუმზირის ზეთი, თავზე დაახურეთ და დადგით გრილ, ბნელ ადგილას 14 დღით. ამ ზეთით დაიმუშავეთ დამწვარი კანი.

ღვიძლს დროზე უნდა შველა

46 წლის ვიყავი, ღვიძლის დაავადების პირველი ნიშნები რომ დამეტყო. ღვიძლის ციროზის საწყისი სტადია - ასეთი იყო ექიმის ვერდიქტი. მკურნალობა დროულად ჩავიტარე და დაავადების პროგრესიც შეჩერდა, თუმცა წელიწადში ორჯერ, ძირითადი მედიკამენტური თერაპიის დასრულების შემდეგ, პროფილაქტიკისთვის ასეთ მკურნალობას ვიტარებ:

  • ვიღებ ვარდკაჭაჭას ფესვებსა და ღეროებს, ვაქუცმაცებ, 2 სადილის კოვზს ვასხამ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალს, 15 წუთის განმავლობაში ვხარშავ, შემდეგ ვწურავ, ვამატებ 2 სადილის კოვზ ნატურალურ თაფლს და 1 ჩაის კოვზ ძმარს.

ნახარში უნდა დალიოთ ყავის ჭიქით, სადილამდე 1 საათით ადრე 1 კვირის განმავლობაში.


ორგანიზმის გაწმენდა

ნივთიერებათა ცვლის ტოქსიკური პროდუქტების ორგანიზმიდან გამოდევნაზე დღეს ბევრს ლაპარაკობენ. მეც დავინტერესდი და დიდი ხნის ძებნის შემდეგ მივაგენი ამ საშუალებებს, რომლებიც, მართალია, იოლი მოსამზადებელია, მაგრამ უდიდესი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ:

  • 1 სადილის კოვზ დიდგულას ყვავილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ და 2 საათით გააჩერეთ, მერე კი გაწურეთ. ნაყენი გაყავით სამ ნაწილად და მიიღეთ დღეში სამჯერ, თითო ჯერზე – თითო. მკურნალობის კურსი ერთი კვირაა.
  • აიღეთ 1 ჩაის ჭიქა თაფლი, 1 ჩაის ჭიქა ვაშლის ძმარი და 1 საშუალო ზომის ნიორი. ნიორი გახეხეთ და შეურიეთ ძმარსა და თაფლს. ნარევი ჩაასხით ქილაში, მჭიდროთ დაახურეთ თავი და დადგით მაცივარში არანაკლებ 5 დღე-ღამით. მეექვსე დღეს წამალი მზადაა. 1-2 ჩაის კოვზი ნარევი გააზავეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში ან წვენში და დალიეთ საუზმის წინ.

მკურნალობა განაგრძეთ, ვიდრე სითხე გეყოფათ. ამგვარი თერაპია შეგიძლიათ წელიწადში ერთხელ ჩაიტაროთ.

  • ორგანიზმის გაწმენდა წარმოუდგენელია მისი მკვებავი მაგისტრალების - სისხლძარღვების გაწმენდის გარეშე. სისხლძარღვთა გაწმენდა შესაძლებელია დიდგულას ნაყოფით.

დიდგულას ნედლი ნაყოფი ფენა-ფენად ჩააწყვეთ სამლიტრიან ქილაში. ფენა-ფენადვე მოაყარეთ შაქარი (კენკრისა და შაქრის ფენების სიმაღლე დაახლოებით 1,5 სმ უნდა იყოს). ქილა პირამდე შეავსეთ, დაახურეთ, დადგით ღია ადგილას ერთი დღე-ღამით, შემდეგ 6-8 დღე-ღამით მაცივარში შედგით. თვალი ადევნეთ, რომ ქილის შიგთავსი არ დამჟავდეს - ამას თეთრი ქაფის გაჩენით მიხვდებით. 6-8 დღე-ღამის შემდეგ გაწურეთ და მიღებული სიროფი ისევ მაცივარში შედგით.

მიიღეთ 1 საჩაროზე კოვზი დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს, ჭამამდე 1 საათით ადრე. დააყოლეთ წყალი. ამ სიროფს ყველა ერთნაირად ვერ იტანს, ზოგმა შესაძლოა თავი ცუდად იგრძნოს, მაგრამ ეს 2 დღეში გაივლის. თუ უსიამოვნო სიმპტომები 2-3 დღეში არ გაქრა, მაშინ წამლის დალევისგან თავი უნდა შეიკავოთ.

ნიკრისის ქარმა თუ შემოგიტიათ

  • აიღეთ 4 ლიმონი და 3 თავი ნიორი. ლიმონს კურკა გამოაცალეთ. ორივე კომპონენტი ერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაასხით 7 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და აურიეთ. დააყენეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ. მიიღეთ 40 მლ დღეში ერთხელ, ჭამის წინ. მკურნალობის კურსი ერთი თვეა. საჭიროების შემთხვევაში 2-კვირიანი შესვენების შემდეგ შეგიძლიათ გაიმეოროთ.

ნიკრისის ქარის დროს თითებთან ჩნდება ძვლოვანი კორძები, რომლებიც ძლიერ დისკომფორტს იწვევს. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ასეთი რამ სცადოთ: 50 გრამ ნაფტალინს დაასხით 1 ჩაის ჭიქა რძე, წამოადუღეთ და გააცივეთ. ძილის წინ წამალში დაასველეთ დოლბანდის თხელი ნაჭერი და კორძებზე დაიდეთ. კორძები არ გაქრება, მაგრამ ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები ნამდვილად მოიკლებს და მცირე ხნით მაინც დაგასვენებთ.


კიტრი და კარტოფილი ნაოჭებს გაგიქრობთ

ნაოჭებთან ბრძოლის ქიმიურ მეთოდებს რატომღაც ვერიდებოდი და აღმოჩნდა, რომ არც შევმცდარვარ, რადგან ჩვეულებრივი კიტრის, კარტოფილისა და ლიმონის დახმარებით აგერ უკვე რამდენი წელია მშვენივრად გავდივარ ფონს. ამ მეთოდს თქვენც სიამოვნებით გასწავლით.

  • უნდა აიღოთ ერთი ცალი ახალმოკრეფილი კიტრი და წვრილად გახეხოთ. დაამატოთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და ეს ფაფისებური მასა სახესა და კისერზე წაისვათ. გაიჩეროთ 20 წუთი და პირსახოცით ან მშრალი ნატურალური ქსოვილის ნაჭრით მოიცილოთ. ამის შემდეგ პირი 10-12 საათი არ დაიბანოთ!

ნიღაბი განსაკუთრებით უხდება მშრალ კანს. კისერზე გაჩენილი ნაოჭების შესანიღბავად კარტოფილი დაგჭირდებათ.

  • მოხარშეთ 2 მცირე ზომის კარტოფილი და მოამზადეთ საშუალო სისქის პიურე. 2 სადილის კოვზს სწრაფად შეაზილეთ 1 ჩაის კოვზი ცხელი თაფლი, თხლად წაუსვით ქსოვილზე და კისერზე შემოიხვიეთ, ზემოდან კი თავსაფარი მოიხვიეთ. გაიჩერეთ 30-40 წუთს, შემდეგ ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.

პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ უნდა ჩაიტაროთ. სცადეთ და ნახავთ, არ ინანებთ.

ბრინჯის ბურახი ოსტეოქონდროზით დაავადებულთათვის

რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმე ფიზიკურმა შრომამ წელის მალების ოსტეოქონდროზი დამმართა. მედიკამენტური მკურნალობის წყალობით მწვავე ტკივილები აღარ მაწუხებს, მაგრამ საკმარისია, წლის გარდამავალ პერიოდში ამინდის ცვალებადობა დაიწყოს, რომ ავადმყოფობა კვლავ მახსენებს თავს. სწორედ ამ დროს მივმართავ ხოლმე დასახმარებლად ბრინჯის ბურახს. რამდენიმედღიან "თერაპიას" ვიტარებ და ტკივილიც კარგა ხნით მავიწყდება. გთავაზობთ ბრინჯის ბურახის რეცეპტს:

  • 1 ლ წყალი აადუღეთ და გააცივეთ, შემდეგ ჩაყარეთ შიგ 4 სადილის კოვზი ნებისმიერი (მრგვალი ან გრძელი) ბრინჯი, 3 სადილის კოვზი შაქარი და 5-10 ცალი ქიშმიში. დააყენეთ მზეზე 4 დღის განმავლობაში, - თუ ძალიან ცხელა, 3 დღეც იკმარებს, - გაწურეთ და წვენი მაცივარში შეინახეთ. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.

პირველი ნაყენის გაწურვის შემდეგ დარჩენილ ნედლეულს დაასხით 1 ლიტრი წყალი, დაამატეთ კიდევ 3 სადილის კოვზი ბრინჯი და შაქარი, 5 ცალი ქიშმიში და დააყენეთ იმავე წესით.

  • მესამედ გაწურვის შემდეგ ნედლეულს დაამატეთ 2 სადილის კოვზი ბრინჯი და შაქარი, 3 ცალი ქიშმიში. მეოთხე დღეს კი უკვე ახალი უნდა მოამზადოთ და კვლავ სამი დღე მიიღოთ. შემდეგ შეისვენეთ. თუ ტკივილმა უკან არ დაიხია, შეგიძლიათ კიდევ ერთი სამდღიანი კურსი ჩაიტაროთ.

ღორის ქონი ანემიას და სიგამხდრეს შველის

  • აიღეთ 200-200 გრამი კაკაოს ფხვნილი და ღორის მუცლის ქონი და გაადნეთ ნელ ცეცხლზე. ვიდრე ადუღდება, განუწყვეტლივ ურიეთ, რომ არ მიიწვას. შემდეგ გადადგით და გააცივეთ. ბოლოს მინის ქილაში მოათავსეთ და გრილ ადგილას შეინახეთ.

დღეში 3-4-ჯერ თითო ჩაის კოვზი გახსენით 1 ჩაის ჭიქა ცხელ რძეში და დალიეთ. წამალმა ზოგჯერ კუჭის შეკვრა იცის. ასეთ დროს მისი ამ თვისების გასანეიტრალებლად უმი ხილი და ბოსტნეული უნდა მიირთვათ. ეს სასმელი ანემიას უხდება, სიგამხდრისას კი კარგია ასეთი ნარევი:

  • აიღეთ 400 გრამი ღორის მუცლის ქონი და 6 ცალი დიდი მწვანე ვაშლი. ვაშლი კანიანად დაჭერით პატარა ნაჭრებად, ქონში შეურიეთ და ნელ ცეცხლზე გაადნეთ.
  • ცალკე აიღეთ 12 კვერცხის გული და შეათქვიფეთ 1 ჩაის ჭიქა შაქარი. თქვიფეთ თეთრი მასის მიღებამდე. დაამატეთ 400 გრამი გახეხილი შოკოლადი.
  • ვაშლთან ერთად გამდნარი ქონი საცერში გაატარეთ და მიღებული მასა შეურიეთ ათქვეფილ კვერცხის გულს. წაუსვით პურზე და მიირთვით ყოველი ჭამისას (დღეში 3-4-ჯერ). აუცილებლად დააყოლეთ ცხელი რძე. ამ ნარევის საშუალებით კვირაში 1-2 კგ-ს მოიმატებთ.