ნიახურთან ერთად სახსრების ტკივილი ვეღარ მძლევს
რამდენჯერმე ჩავიტარე მედიკამენტური მკურნალობა, თავიდან ტკივილები და დისკომფორტის შეგძნება თითქოს ქრებოდა, შემდეგ კი კვლავ იწყებოდა.
რამდენიმე წლის განმავლობაში ხან რომელ წამალს ვიღებდი, ხან რომელს, ბოლოს ეფექტური საშუალების მოსაძებნად ბებოს ძველი ჩანაწერების თვალიერება დავიწყე და აღმოვაჩინე, რომ მსგავსი ტიპის სახსრის ტკივილებს ნიახურის ფესვების წვენზე უკეთ არაფერი შველის:
- აიღეთ 1 სადილის კოვზი ახალდაქუცმაცებული ნიახურის ფესვები, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და შეფუთეთ 4 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაწურეთ და მიღებული ნაყენი დალიეთ 2 სადილის კოვზის ოდენობით 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. შეგიძლიათ ნიახურის ფესვების ნაყენი ცივ წყალზეც მოამზადოთ, ოღონდ ასეთი მეთოდით დამზადებული წამალი უნდა დალიოთ მეოთხედი ჭიქის ოდენობით, 3-ჯერ დღეში, ჭამამდე.
ციცო თვაური, რუსთავი