ხალხური რეცეპტები, რომელთა დახმარებითაც ზამთარში ცისტიტი აღარ შეგაწუხებთ
...ძალიან მოგიხდებათ ასეთი ნარევები:
- აიღეთ შვიტისა და გვირილის ყვავილი თანაბარი რაოდენობით; 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, ადუღეთ 5 წუთი, 1 საათის შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე. მკურნალობის კურსი 10 დღეა.
- აიღეთ 20 გრამი ოხრახუშის თესლი და 30 გრამი დათვის კენკრა. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და გააჩერეთ 6 საათი, შემდეგ ხარშეთ 7-10 წუთი, გადაწურეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 1 კვირაა.
- ნიახური ფესვებიანად მოხარშეთ, გადაწურეთ და მოხარშული ფესვები მთელი დღის განმავლობაში მიირთვით, ნახარში კი სვით - დღეში, სულ მცირე, 3 ჭიქა. მკურნალობის კურსი 10 დღეა.
ნინო ლეჟავა, საჩხერე