როგორც კი მარჯვენა ფერდქვეშა არეში დისკომფორტს შეიგრძნობთ, მაშინვე მიიღეთ შვრია- ჩასანიშნი რეცეპტი
ღვიძლი რომ ერთგულად გემსახუროთ და მასთან დაკავშირებულმა სერიოზულმა პრობლემებმა არასდროს შეგაწუხოთ, როგორც კი მარჯვენა ფერდქვეშა არეში დისკომფორტს შეიგრძნობთ, მაშინვე მიიღეთ ამ რეცეპტით დამზადებული წამალი:
- 2 სადილის კოვზი შვრია კარგად გარეცხეთ, დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. გადაწურეთ და დალიეთ 1/3 ჭიქის ოდენობის თბილი ნაყენი, დალევამდე ნაყენს ჭიქაში დაუმატეთ კალენდულას 15 წვეთი, რომელიც აფთიაქში მზა სახით იყიდება. გადაწურული შვრია კი კვლავ შემოდგით ცეცხლზე, დაამატეთ წყალი და ხარშეთ კიდევ ნახევარი საათი. შემდეგ დადგით 2 საათით, გადაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა სადილის წინ. შეღავათს სწრაფად იგრძნობთ, ნაწლავებიც შემსუბუქდება და დარწმუნდებით, რომ პროცესი გამოჯანმრთელებისკენ მიდის.
მარეხი ჯ. თბილისი