კომპრესი, რომელიც სახსრების ძლიერ ტკივილს აყუჩებს
ჩემმა შვილმა გამიკეთა შინაური წამალი, რომლის კომპრესის სახით გამოყენება შვების მომტანია ჩემთვის. მიამებს ტკივილს და მოძრაობაც უფრო თავისუფლად შემიძლია:
- 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი, 1 სუფრის კოვზი ზეთი ერთმანეთში აურიეთ, დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ნარევი გადმოიტანეთ სუფთა ქსოვილზე და გაიკეთეთ კომპრესი. შეიხვიეთ პოლიეთილენის პარკითა და შალის სარფით. კომპრესი მოიხსენით 1,5-2 საათის შემდეგ.
ლალი ცხოვრებაშვილი, რუსთავი