ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა - წითელი ღვინო და პირშუშხა ქოლესტერინის დონეს ამცირებს
- აიღეთ 1 ლ წითელი მშრალი ღვინო, 0,5 კგ შაქარი, 150 გრამი გახეხილი პირშუშხა და 2 ცალი კანიანად გახეხილი ფორთოხალი. მთელი ეს მასალა მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და ძალიან დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში, გააცივეთ, გაწურეთ და შედგით მაცივარში. მიღებული ნახარში უნდა დალიოთ 3-ჯერ დღეში 2 სადილის კოვზით ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.
გაითვალისწინეთ! ნახარში უნდა დალიოთ ნალექის გარეშე, ასე რომ დალევის წინ ნუ შეანჯღრევთ.
ათეროსკლეროზის ასეთ პროფილაქტიკას ყველას ვურჩევ წელიწადში ერთხელ, განსაკუთრებით კი ასაკოვნებს.
ზ. ღ. ბათუმი