ჭარხალი და თაფლი შეკრულობისგან გიხსნით
დიდი ხანია მაწუხებს კუჭის შეკრულობა, რამაც, თავის მხრივ, სხვა პრობლემებიც გამოიწვია. ვასრულებდი ყველა რჩევას, რასაც კი ყურს მოვკრავდი, ვიცავდი დიეტას, მაგრამ ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა ეს მცენარეული საშუალება, რომლის მიღების შემდეგ კუჭის მოქმედება მომიწესრიგდა:
- აიღეთ 300 გრამი მოხარშული ჭარხალი, გახეხეთ, დაამატეთ 3 სუფრის კოვზი თაფლი და მიიღეთ 3 ულუფად დღის განმავლობაში. ძილის წინ დალიეთ 1 ჩაის ჭიქა კეფირი, რომელშიც წინასწარ გახსნით 1 ჩაის კოვზ სიმინდის ზეთს.