კარტოფლის თერაპია - რეცეპტი, რომელიც განაახლებს ღვიძლს, გამოიყვანს სითხეს ორგანიზმიდან და მოაწესრიგებს ნაღვლის გამოყოფას
ვმკურნალობდი სხვადასხვა საშუალებით,ვიცავდი დიეტას, მეგობარმა მირჩია ამ საშუალების მიღება, რომელიც ეფექტური აღმოჩნდა:
- 1 კგ კარტოფილი გარეცხეთ, არ გათალოთ, დაასხით 6 ლიტრი წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 4 საათი. დაუმატეთ მცირე რაოდენობით მარილი, ნახარში არ გადაასხათ და გააკეთეთ პიურე, რომელიც თხევადი უნდა იყოს. ქვაბი დატოვეთ რამდენიმე საათით, რათა პიურე დაილექოს. ზედა ნაწილზე წარმოიქმნება გამჭვირვალე სითხე, რომელიც საჭიროა. ფრთხილად გადაწურეთ და მიიღეთ 2 სუფრის კოვზი სამჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ერთი თვის განმავლობაში. ასეთი კარტოფილის თერაპია განაახლებს ღვიძლს, გამოიყვანს სითხეს ორგანიზმიდან, მოაწესრიგებს ნაღვლის გამოყოფას.
ნათელა გამცემლიძე, ქუთაისი