ლიმონი, ნიორი და ნიახური - რეცეპტი, რომელიც მოძრაობაშეზღუდულ და მტკივან სახსრებს უხდება
მინდა გირჩიოთ ჩემ მიერ ნაცადი წამალი, რომელიც ძალიან უხდება მტკივან და მოძრაობაშეზღუდულ სახსრებს:
- აიღეთ 3 ცალი ლიმონი, 3 საშუალო ზომის ნივრის თავი, 50 გრამი ნიახურის ფესვი და ყველაფერი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული მასა ჩადეთ სამლიტრიან ქილაში და ქილა მდუღარე წყლით აავსეთ. გააჩერეთ ასე 24 საათი. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ უზმოზე ნახევარი ჭიქა. მთელი კურსისთვის საჭიროა 9 ლიმონი, 9 თავი ნიორი და 250 გრამი ნიახურის ფესვი.