მასტიტის დროს ანთების ჩასაცხრობად დაგჭირდებათ კვერცხის გული, ზეთი და ფქვილი
სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ დამემართა მასტიტი, რომელმაც მშობიარობის სიმწარე დამავიწყა. მასტიტს დედაჩემის რეცეპტის წყალობით გავუმკლავდი:
- 3 კვერცხის გულის, 1 სუფრის კოვზი ზეთისა და ცოტა ფქვილისგან მოვზილოთ ცომი, გავაბრტყელოთ ისე, რომ 2 სმ-მდე სისქის, ლამბაქის დიამეტრის ლავაში მივიღოთ. დავაფინოთ მტკივან ძუძუზე და დავიტოვოთ მთელი ღამით. დილისთვის სიმაგრე გასკდება. ჩირქი ფრთხილად უნდა გამოიწველოთ და ძუძუ დაიმუშაოთ ლევომიკოლის მალამოთი. ანთებამ 5 დღეში გამიარა.
ნინო ჭაბუკიანი, ქუთაისი