აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი, თუ მუცლის შებერილობა და მოვლითი ტკივილი ხშირად გაწუხებთ
ბავშვობიდან მაწუხებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები. საკმარისია, არადიეტური საკვები მივიღო, რომ მუცელი მებერება და მოვლითი ტკივილები მეწყება. არადა, სულ დიეტაზე ხომ არ ვიქნები?!მეგობარმა ერთი მცენარეული საშუალება მირჩია და მომზადებაც თვითონვე მასწავლა:
- იღებთ 2 ჩაის კოვზ პიტნის წვრილად დაკეპილ ფოთოლს, 1 ჩაის კოვზ ცერეცოს თესლს და 2 ჩაის კოვზ ასევე წვრილად დაჭრილ კატაბალახას ფესვს. ამ ნარევს ვასხამთ 1,5 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და 20 წუთს ვაჩერებთ, შემდეგ გადავწურავთ და ვიღებთ თითო ჩაის ჭიქას დილა-საღამოს.
ნაყენს, გარდა იმისა, რომ აირების დაგროვებით გამოწვეული დისკომფორტი მომიხსნა, არაჩვეულებრივი დამამშვიდებელი ეფექტიც აღმოაჩნდა.
ნუკრი გეგეშიძე, სამტრედია