დამწვრობის შემდგომ ნაწიბურზე აღარ იდარდოთ! - სასწაულმოქმედი მალამოს რეცეპტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დამწვრობის შემდგომ ნაწიბურზე აღარ იდარდოთ! - სასწაულმოქმედი მალამოს რეცეპტი

ოჯახში წესად გვაქვს - ძველით ახალ წელს სოფელში, ბებიასთან ერთად ვხვდებით. ტრადიცია არც შარშან დაგვირღვევია და 12 იანვარს ბებოს ვესტუმრეთ.

გარეთ საოცრად თოვდა, საახალწლო სამზადისმა და სოფლის კოლორიტმა უამრავი ტკბილი მოგონება გამოაღვიძა ჩემში. ვიჯექი ბუხართან და ფიქრით ბავშვობის საყვარელ ადგილებში დავნავარდობდი. უცებ ბებომ დამიძახა, ჩაიდნით წყალი მომიტანეო. მეც წამოვფრინდი და იქვე მდგარ სკამს დავეჯახე, რომელზეც მდუღარე წყლით სავსე ქვაბი იდგა. ქვაბი გადმობრუნდა და წყალი ფეხზე გადამესხა.

ტკივილზე მეტად ის მადარდებდა, რომ ფეხებზე ნაწიბურები დამეტყობოდა, მაგრამ ბებომ სათუთად შენახული მალამო გადმოიღო, წამისვა და თან დამამშვიდა, აი, ნახავ, რამდენიმე კვირაში დამწვრობის ნასახიც აღარ დარჩებაო. მალამომ ტკივილი მაშინვე დამიამა, თებერვლის ბოლოსთვის კი კანზე უმნიშვნელო ნაწიბურიც აღარ მქონდა.

გთავაზობთ ამ სასწაულმოქმედი მალამოს რეცეპტს. ის ბებიასთვის თავის ბებიას უსწავლებია, რომელსაც თურმე უამრავი ხალხი მოურჩენია ამ მალამოთი.

  • ჭინჭრის ფოთლების ნახარშს შეურიეთ 100 გრამი ნაძვის წიწვი, 100 გრამი ღორის მუცლის ქონი, 100 გრამი თაფლის სანთელი და ადუღეთ.მალამოს წასმამდე დამწვარი ადგილი მოიწმინდეთ კირიანი წყლით (1 სადილის კოვზი დამწვარი კირი 1 ლიტრ წყალზე). შემდეგ ჭრილობაზე დაიფინეთ მალამოთი გაჟღენთილი საფენი.

ყველაზე მძიმე დამწვრობის დროსაც კი მტკივნეული შეგრძნებები 3-5 საფენის დადების შემდეგ ქრება.

ვიდრე ნაწიბური არ გაიწოვება, მალამო ყოველდღე უნდა ისვათ.

ქეთი ვასაძე, ქუთაისი