"ჭინჭრის ბალზამი, რომელსაც ხშირად ვაკეთებ და ვიყენებ, ძალიან კარგია ძალ-ღონის მოსაკრებად და იმუნიტეტის ასამაღლებლად"- ჩასანიშნი რეცეპტი
ყველამ იცის, რომ ჭინჭარი სასარგებლო მცენარეა. ხალხურ მედიცინაში მისგან სხვადასხვა დაავადების სამკურნალო საშუალებებს ამზადებენ. ჭინჭრის ფოთლებში ბევრია К და В2 ვიტამინები, საკმაოდაა კაროტინი, ასკორბინისა და პანტოთენის მჟავები, ცილა, სახამებელი, შაქარი, რკინისა და კალიუმის მარილები. ჭინჭრის ბალზამი, რომელსაც ხშირად ვაკეთებ და ვიყენებ, ძალიან კარგია ძალ-ღონის მოსაკრებად და იმუნიტეტის ასამაღლებლად.
- აიღეთ 250 გრამი მაისში დაკრეფილი ჭინჭარი, კარგად გარეცხეთ, გააშრეთ და დანაყეთ. ქილაში ჩაასხით ნახევარი ლიტრი არაყი, ჩაყარეთ დანაყილი ჭინჭარი, მოუკარით პირი დოლბანდით და 1-2 დღით დადგით მზიან ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე, მერე კი 10 დღით ბნელ გრილ ადგილას გააჩერეთ. ბოლოს გადაწურეთ, ჩაასხით ქილაში და მაცივრის ქვედა თაროზე დადგით. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი დილაობით, უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და საღამოობით, ძილის წინ, ვიდრე არ გათავდება.
ლატავრა გიორგაძე, თელავი