ჭარხლის წვენისა და თაფლის ნარევი იმუნიტეტს აძლიერებს
მეტისმეტად დამისუსტდა იმუნიტეტი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა უამრავმა პრობლემამ შემაწუხა. დახმარებისთვის მცენარეებს მივმართე. ბევრი რამ წავიკითხე, უამრავი საშუალება ვცადე, თქვენი ჟურნალის მკითხველს კი, მინდა, ყველაზე ეფექტური რეცეპტები შევთავაზო.
- ძალიან კარგია ჭარხლის წვენისა და თაფლის ნარევი: გამოწურეთ 1/2 ჩაის ჭიქა ჭარხლის წვენი, დაამატეთ 2 ჩაის კოვზი თაფლი, კარგად ამოურიეთ, გაყავით 2 თანაბარ ულუფად და მიიღეთ დილა-საღამოს. ყოველდღე მოამზადეთ ახალ-ახალი.
- ეფექტურია ასეთი ნარევიც: 1 ჩაის ჭიქა თაფლს შეურიეთ ჭარხლის, სტაფილოს, 2 ცალი ლიმონის, პირშუშხას ახალგამოწურული წვენი და 30 მლ არაყი. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 30 დღეა. 2 თვის შემდეგ აუცილებლად გაიმეორეთ. წამალი შეინახეთ მაცივარში.
ნათელა გობრონიძე, ქუთაისი