პირშუშხას რეცეპტი - დაიცავით თავი საიმედოდ გრიპისა და გაციებისგან
რესპირატორული დაავადებებისგან თავი რომ დაიცვათ, პირშუშხას აქტიურ გამოყენებას გირჩევთ.მისი წყალობით სწრაფად გაუმკლავდებით გრიპის სიმპტომებს: მოთენთილობას, სურდოსა და ტანში ტეხის შეგრძნებას.წამალი ასე უნდა მოამზადოთ:
აიღეთ პირშუშხას ფესვები, გაასუფთავეთ, კარგად გარეცხეთ და ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.
გატარებისას არ დაგავიწყდეთ, მანქანას თავზე აუცილებლად უნდა მიამაგროთ პოლიეთილენის პარკი, რადგან პირშუშხას საკმაოდ მწარე ფიტონციდების ჰაერში მოხვედრის გამო არა მარტო თქვენ, არამედ მეზობელ ოთახებში მყოფთაც არ შეუშუპდეთ თვალები.
შემდეგ ეს გატარებული მასა გადაიღეთ ქილაში, დაამატეთ სულ ცოტა ადუღებული თბილი წყალი, მჭიდროდ დააფარეთ სახურავი და ბნელ ადგილას დადგით 5-6 საათის განმავლობაში.
მიღებული მასიდან გამოწურეთ წვენი და აურიეთ მასში იმავე რაოდენობით ნატურალური თაფლი.
ნაყენი უნდა დალიოთ დილა-საღამოს 1 სადილის კოვზი.
შეგიძლიათ თავიდანვე დიდი ოდენობით მოამზადოთ ნაყენი და მთელი ზამთარი გრიპისა და გაციებისგან თავი საიმედოდ დაიცვათ.
კახა ილურიძე, თბილისი