სტენოკარდიის შეტევის თავიდან ასაცილებლად შავბალახას და კუნელის ნაყოფი სცადეთ
მივმართე ექიმს, გადავიღე კარდიოგრამა, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღმომაჩნდა. ექიმმა მითხრა, შესაძლოა, სტენოკარდიული შეტევები იყოსო. მეგობარმა მირჩია მცენარეული ნაყენი, რომელიც ძალიან ეფექტური აღმოჩნდა:
- აიღეთ 6 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი შავბალახა და ამდენივე კუნელის ნაყოფი. ნარევს დაასხით 7 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, თბილად შეახვიეთ ჭურჭელი და გააჩერეთ ერთი დღე-ღამე. შემდეგ გადაწურეთ, გამოწურეთ ნარჩენიც და მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ. მზა ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას.
ლეილა კობეშავიძე, ქარელი