დინდგელის, ვაზელინისა და ნაღების კარაქისაგან დამზადებული მალამო, რომელიც გამონაყარს შველის
ისე დააკომპლექსა, რომ შინიდან გასვლა აღარ უნდოდა. ათასი საშუალება ვსინჯეთ - ფართოდ რეკლამირებულიც, ნაკლებად ცნობილიც, შინაურიც, მაგრამ ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა დინდგელის (პროპოლისის) 30%-იანი მალამო, რომელიც ასე მზადდება:
- აიღეთ 30 გრამი დაჭრილი დინდგელი, დაამატეთ 80 გრამი ნაღების კარაქი ან ვაზელინი, კარგად აურიეთ, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, გააჩერეთ 15 წუთი, თან განუწყვეტლივ ურიეთ. ცხელ-ცხელი გაწურეთ დოლბანდში და გააცივეთ. ისვით კანის პრობლემურ უბნებზე.გარდა ამისა, გირჩევთ, პირი იბანოთ ნაძვის წიწვების ნახარშით (2 მუჭა წიწვს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში).
მაიკო დალაქიშვილი, საგურამო