კვერცხის ცილა და მზესუმზირას ზეთი ნაწოლებს ეფექტურად შველის
ქრონიკულად მწოლ პაციენტებს ხშირად უჩნდებათ ნაწოლები, რომელთა მოვლა არც ისე ადვილია. ხალხური მედიცინა ამ დროსაც გვეხმარება და ნაწოლების მოვლას ზეთითა და კვერცხით გვირჩევს. ამ წამლის გამოყენებისას ზუსტად 3-4 დღეში უკეთესობა თვალსაჩინო იქნება.
წამლის დასამზადებლად მზესუმზირას ზეთი და კვერცხის ცილაა საჭირო:
- აიღეთ ნახევარი ჭიქა ზეთი და ადუღეთ კარგად, შემდეგ გააცივეთ. მასში დაამატეთ 1 ცალი კვერცხის ცილა და მიქსერით კარგად ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სწორედ ამ მასაში უნდა დაასველოთ ბამბის ტამპონი და წაუსვათ პაციენტს კანის დაწყლულებულ უბნებზე დღეში 3-ჯერ.
შალვა გ. მცხეთა