შეშუპებულ ფეხებს სელის თესლი ჩაგიცხრობთ
სამსახურის სპეციფიკის გამო მთელი დღე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება მიწევს და ფეხები მისივდება, განსაკუთრებით ზაფხულობით. პრობლემას სელის თესლის ნახარშით ვუმკლავდები.
- 4 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ 10-15 წუთით. ქურიდან გადმოდგმის შემდეგ ქვაბი შეფუთეთ თბილ ნაჭერში და გააჩერეთ 1 საათით. მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა თბილი ნახარში 2-საათიანი ინტერვალებით, დღეში 6-8-ჯერ.
ლელა ლეკვეიშვილი, ქუთაისი