პროპოლისის კარაქი წყლულისთვის - მარტივი და უებარი წამალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პროპოლისის კარაქი წყლულისთვის - მარტივი და უებარი წამალი

დამისვეს წყლულის დიაგნოზი. რით არ ვიმკურნალე, მაგრამ შედეგი ყოველთვის ხანმოკლე იყო. ერთხელ, აფთიაქში მორიგი წამლის საყიდლად რომ შევედი, გამყიდველმა მითხრა, წყლულის კარგ წამალს გასწავლი, ვისაც კი ვასწავლე, ყველა კმაყოფილია, სცადე, ეგებ შენც გიშველოსო. თქვენ წარმოიდგინეთ, ვცადე და მოხდა სასწაული, კუჭის ტკივილი აღარ მაწუხებს.იმ კეთილშობილ ქალბატონს მას შემდეგ აღარ შევხვედრივარ, ეს ამბავი იმდენი ხნის წინ მოხდა, რომც მოვინდომო, ალბათ ვეღარც მივაგნებ. მინდა, მადლიერებით მოვიხსენიო იგი და “ოჯახის მკურნალის” მკითხველსაც გავუზიარო ჩემი ცოდნა, დარწმუნებული ვარ, ჩემი უცნობი “მასწავლებელი” ამ საქციელს მომიწონებდა.

  • აიღეთ 50 გ პროპოლისი და 0,5 კგ ახალი კარაქი. გაალღვეთ ცხელი წყლის აბაზანაში და მიიყვანეთ დუღილამდე. პროპოლისის ნაჭერი დაკეპეთ წვრილად (შეგიძლიათ, შედოთ საყინულეში და როცა გაიყინება, წმინდად გახეხოთ). როგორც კი კარაქი ბუყბუყს დაიწყებს, ჩააგდეთ შიგნით პროპოლისი და ნახევარი საათი ურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასად არ იქცევა. გააცივეთ, ორფა დოლბანდში გაწურეთ და მინის ჭურჭელში ჩაასხით. კარგად რომ გაცივდება, შედგით მაცივარში. მიიღეთ დესერტის კოვზით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

სვით გამოჯანმრთელებამდე.

ნაილი ბერიძე