სპაზმური ხველა თქვენს პატარას ვეღარაფერს დააკლებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სპაზმური ხველა თქვენს პატარას ვეღარაფერს დააკლებს

ასეთებს, ვიდრე ზრდასრულ ასაკს არ მიაღწევენ, გამუდმებით აწუხებთ ხველა და ბრონქიტით გამოწვეული უსიამოვნო სიმპტომები.

თუ თქვენი პატარა ამგვარი პრობლემითაა, ნუ შეშინდებით, ჩვენი რეცეპტი მას სასუნთქი გზების მიკრობებისადმი გამკლავების უნარს გაუძლიერებს და მას სპაზმური ხველა აღარ შეწუხებს:

  • სპაზმური ხველისა და ბრონქიტის დროს უნდა აიღოთ ვირისტერფას 2-3 ფოთოლი, დაასხით ნახევარი ლიტრი აუდუღარი რძე და აადუღეთ. ადუღების შემდეგ დაუმატეთ დანის წვერით მცირეოდენი ღორის მუცლის ქონი და დაალევინეთ პატარას თბილი ნახარში ძილის წინ.

ბავშვებისთვის კარგია ასეთი საშუალებაც:

  • მოხარშეთ ერთ ლიტრ წყალში საშუალო ზომის კარტოფილი, ერთი თავი ხახვი და ერთი ვაშლი. ადუღეთ, ვიდრე წყალი არ განახევრდება. ნახარში უნდა დაალევინოთ ბავშვს დღეში 3-ჯერ თითო ჩაის კოვზით. მკურნალობა შეგიძლიათ გააგრძელოთ მანამ, ვიდრე ხველა არ გაუვლის.

ელა ნიორაძე, რუსთავი

ანდეთ ორგანიზმის დასუფთავება თალგამს

eka-1-1641376802.jpg

შავი თალგამის წვენი ორგანიზმის საუკეთესო გამწმენდია.

ის ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, აუმჯობესებს საკვების მონელების ხარისხს, აძლიერებს ნაწლავის მოტორიკას და ხელს უწყობს ორგანიზმიდან დაგროვილი წიდების გამოყოფას, თირკმელების ქვებისა და ქვიშისგან გაწმენდას.

წვენის მოსამზადებლად აუცილებელია თალგამი გაწმინდოთ და კარგად გარეცხოთ, გააცალეთ კანი, ოღონდ არ გაფცქვნათ, ისე გაწმინდეთ, როგორც ახალი კარტოფილი. ასე გასუფთავებული თალგამისგან წვენი წვენსაწურის დახმარებით უნდა გამოწუროთ. თუ წვენსაწური არ გაქვთ, შეგიძლიათ თალგამი წვრილად გახეხოთ და შემდეგ დოლბანდის მეშვეობით გამოწუროთ წვენი.

წვენი მაცივარში შეინახეთ. მიღების წესი კი ასეთია:

  • 1 სადილის კოვზით დალიეთ დღეში სამჯერ ნებისმიერ დროს.

თალგამის წვენის სმისას უმჯობესია ვეგეტარიანულად იკვებოთ. რაციონიდან გამორიცხეთ ცომეული, ცხიმიანი სადილები, ხორცი, სახამებელი.

მკურნალობის 1 კურსისთვის საჭიროა 10 კილომდე თალგამი, რომლისგან გამოწურული წვენიც 2-3 თვე უნდა გეყოთ.

1 კურსის ჩატარების შემდეგ, აუცილებელია, 3-4 თვე შეისვენოთ და სურვილის შემთხვევაში კვლავ გაიმეოროთ.

ზაზა ქირია, ზუგდიდი