თქვენს ფილტვებზე პროპოლისის ზეთი იზრუნებს
ეს სამკურნალო საშუალება ასე მზადდება:
- აიღეთ 100 გრამი ნაღების კარაქი, შეათბეთ 50-60 გრადუსამდე, გადმოდგით და დაუმატეთ 10 გრამი დაქუცმაცებული პროპოლისი. ნარევი კვლავ შემოდგით ცეცხლზე და 70 გრადუსზე გააჩერეთ დაახლოებით 8-10 წუთი. ამასთან, ამ დროის განმავლობაში ნარევს მუდმივად უნდა ურიოთ, ვიდრე ცეცხლიდან არ გადმოდგამთ. გადმოდგმის შემდეგ გაწურეთ და გაფილტრეთ 2 ფენა დოლბანდში. გაციების შემდეგ უკვე შეგიძლიათ მისი მიღება 1 სადილის კოვზის ოდენობით 2-3-ჯერ დღეში, თბილ რძესთან ერთად, ჭამამდე საათ-ნახევრით ადრე. მკურნალობის კურსი 2 თვე გრძელდება.
გიგა ლაშაური, დუშეთი
სეზონურ გულის ფრიალს პიტნა შველის
თუ მეტეომგრძნობიარე ადამიანი ბრძანდებით და ბარომეტრივით რეაგირებთ ამინდის ცვლილებაზე, თანაც შემოდგომასა და გაზაფხულზე გულის უცნაურ და ერთი შეხედვით უმიზეზო ფრიალსა და ფორიაქს უჩივით, ეს ნერვების დამამშვიდებელი წამალი სწორედ თქვენთვის ყოფილა.
- უნდა აიღოთ 1 სადილის კოვზი გამომშრალი და დაქუცმაცებული მინდვრის პიტნის ფოთოლი და დაასხათ 1 ჩაის ჭიქა ადუღებული ცხელი წყალი. ჭიქა კარგად უნდა შეფუთოთ და გააჩეროთ 20 წუთი. შემდეგ გახსნათ და გადაწუროთ. მიღებული ნაყენი უნდა გაყოთ ორ ნაწილად, თითოეულ მათგანს დღეში ორჯერ - დილით და საღამოს - უნდა დაასხათ ადუღებული წყალი და როგორც ჩაი, ისე
დალიოთ. ნაყენის სმის პარალელურად უმჯობესია თავი შეიკავოთ თამბაქოს მოწევისა და ალკოჰოლური სასმელების
მიღებისგან. მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და ითვალისწინებს ნაყენის 15 დღიდან 1 თვემდე მიღებას.
უჩა ლაცაბიძე, თბილისი