გამწვავებულ წყლულოვან დაავადებას გულყვითელა დაგიამებთ
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მქონე ადამიანებმა მშვენივრად იციან, როგორი გამწვავებაც ახასიათებს ამ ქრონიკულ პრობლემას შემოდგომასა და გაზაფხულზე.
სპეციალისტები ასეთ დროს ჩვეული დანიშნულების შეცვლასაც კი გვირჩევენ, თუმცა მე ამ შემთხვევაში გულყვითელას იმედზე ვარ, კერძოდ კი, მისი ზეთით ვიცავ თავს, რომელსაც თავადვე ვამზადებ:
- გულყვითელას 200-300 გრამ მხოლოდ გვირგვინებს დაასხით 1 ჭიქა ზეითუნის ზეთი. ასე დატოვეთ კვირის განმავლობაში. შემდგომ შედგით ორთქლის აბაზანაზე საათის განმავლობაში, მოგვიანებით კი გაწურეთ. ასეთი წესით მიღებული ზეთი უნდა დალიოთ ყოველდღე, უზმოზე, 1 სადილის კოვზით სამი კვირის განმავლობაში. გამწვავებული წყლული სწრაფად შეხორცდება და დიდხანს აღარ შეგახსენებთ თავს.
ნინო ლაშხი, ამბროლაური