კვლავ შაქარსა და მის დამაქვეითებელ საშუალებებზე
მაინც უჭირს სისხლში შაქრის ნომალური დონის მიღწევა და შენარჩუნება:
- სამლიტრიან ქილაში ჩაყარეთ 1 ჭიქა შვრია და დაასხით კეფირი იმდენი, რომ დაიფაროს, ან 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით 1 დღე, შემდეგ გადაასხით ქვაბში და შემოდგით ცეცხლზე, როგორც კი ადუღდება, მაშინვე გადმოდგით, გააცივეთ, გაწურეთ და დალიეთ 1 ჭიქა 2-ჯერ დღეში, დილას, მშიერ კუჭზე, და საღამოს, ძილის წინ. მკურნალობის კურსი 2 თვეა.
ასეთივე თვისება აქვს პირშუშხას წვენს კეფირთან ერთად:
- 1 სადილის კოვზ პირშუშხას წვენში აურიეთ 1 ჭიქა კეფირი, დალიეთ ნახევარი ჭიქა დილით და საღამოს, ჭამამდე.
- აიღეთ 60 გრამი მარწყვის ფოთლები, 40 გრამი ცაცხვის ყვავილები, 30 გრამი გულყვითელას ყვავილები, 100 გრამი მოცვის ფოთლები. დაასხით ამ ნარევის 1 სადილის კოვზს 1 ჭიქა მდუღარე, დადგით რამდენიმე წუთი. დალიეთ 1 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.
ნაყენის მიღებიდან დაახლოებით 2 კვირის მკურნალობის შემდგომ და პერიოდულადაც აუცილებელია სისხლში შაქრის კონცენტრაციის კონტროლი.
შაქრის დონის დარეგულირების შემდეგ, ნაყენის განმეორებით მიღების დაწყებამდე, აუცილებელია კონსულტაცია და რჩევა-დარიგება მკურნალი ექიმისგან.
რეზო თაბაგარი, რუსთავი